დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

„თუ ვწერთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც“ - „დავით ბაქრაძემ საკუთარი ქვეყნის ღალატი აღიარა!“ 15.08.2020 00:38

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსთავი-2-ის ეთერში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის გამოსვლას პასუხობს:

 

დღეს, 12 წლის შემდეგ, ევროპული საქართველოს თუ ნაციონალური მოძრაობის (რაც ერთი და იგივეა) ლიდერმა და მაშინდელმა პარლამენტის თავჯდომარემ დავით ბაქრაძემ ფაქტიურად რუსთავი2-ს ეთერში საკუთარი ქვეყნის ღალატი აღიარა! მისი თქმით, 2008 წელს ომი საქართველოს დაუწყია, მისი და გუნდის წევრების ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ხელმოწერაც ამას ადასტურებს, თან რას ამბობს-ეს იმიტომ გავაკეთეთ, ოკუპაცია რომ დაფიქსირებულიყოო. ანუ ოკუპაციის ხელშემწყობიც ჩვენ ვიყავითო. .არა და ნებისმიერ ადამიანი ვინც ამას თუნდაც მოსაზრებად წარმოთქვამდა მინიმუმ კრემლისა და პუტინის აგენტის იარლიყს აკრავდნენ ...ასეთ შემთხვევაში თქვენ ვინ ხართ ბატონებო?

 

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში წინა ხელისუფლების მიერ ხელმოწერილ რეზოლუციაზე – 1633-ზე ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა ბაქრაძეს მიმართა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელმა საპარლამენტო გუნდმა დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობით ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას – 1633, რომლის შესახებაც ყოფილი მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ხელმოწერა იყო საქართველოს ღალატი. „ამ დოკუმენტში ყველაფერი არის ძალიან კარგი, ერთადერთი პუნქტია, სადაც საუბარი არის ომის დაწყებაზე, სადაც არის შერეული ბრალი, რომ ქართული მხარეც მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში შემოსული რუსის წინააღმდეგ, ამიტომ კომპრომისი იქ იყო, რომ კი, ბატონო, თუ ვწერთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი დამნაშავეა, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ