დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ფახულანში ახალი ხიდი შენდება 21.08.2020 15:15

 

შიდა სახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო  გზის მე-10 კილომეტრზე, მდინარე ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.


მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია გაეცნენ. 


პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება ხუთი მილიონ ხუთასი ათას ლარს შეადგენს.


არსებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, ახალი ალტერნატიული ხიდი   აშენდება, რომელიც   სატრანსპორტო მოთხოვნებს  სრულად დააკმაყოფილებს.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ