დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ამ უბედურების ძირითადი მიზეზი მძღოლების არაადექვატურ ქცევას უკავშირდება" - მანჯავიძე 24.08.2020 16:55

სოსო მანჯავიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ხევსურეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:

 

"როგორც ყველა ჩვენგანი, გაოგნებული ვარ იმ უბედურების გამო, რაც ხევსურეთში მოხდა.


ყოველწლიურად იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი.


შარშან 5839 ავარია მოხდა, დაღუპულია 481 ადამიანი, დაშავებულია 7921.


სტატისტიკა დუმს იმის შესახებ, თუ რამდენი დაიღუპა პოსტ-ტრავმული გართულებებით და რამდენი გახდა ინვალიდი.


ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ უბედურების ძირითადი მიზეზი მძღოლების არაადექვატურ ქცევას უკავშირდება, მძღოლები კი ამ საზოგადოების ნაწილი არიან.


გასაოცარია საკუთარი და სხვისი უსაფრთხოების მიმართ აგდებული დამოკიდებულება, რომელიც ამ ტრაგედიების უმთავრესი მიზეზია.


არადა, ვერ იტყვი, რომ სიკვდილის არ ეშინიათ.


უფრო ცნობიერების პრობლემაა, ადამიანები ვერ ხვდებიან, რა საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და სხვებს.


არის კიდევ მთავარი პრობლემა, რომლის გადაწყვეტა ძალიან რთულია.


ეს არის უზრდელობა, გარშემო მყოფთა აგრესიული უგულებელყოფა, რომელმაც საშიში მასშტაბები მიიღო.


ამბიციები და უაზრო აგზნებული აჩქარებულობა, თითქოს თვითმფრინავის რეისზე აგვიანდებოდეთ მუდმივად, სრულიად იდიოტური გარისკვები , მოძრაობის წესების უპატივცმულობა საყოველთო ხასიათს ატარებს.


ამიტომ აუცილებელია სანქციების გამკაცრება სიჩქარის გადაჭარბების, სიმთვრალის და სხვა დარღვევების გამო.


ამის გარდა, მართვის მოწმობის აღებისას მძღოლებს გარკვეული ფსიქოლოგიურ-აღმზრდელობითი ლექციებიც უნდა ჩაუტარდეთ, სადაც ნათლად უნდა დაინახონ დარღვევების შესაძლო შედეგები.


მესმის, რომ შეგნებული ადამიანისთვის ეს ზედმეტია,,მაგრამ ბევრს რომ ნამდვილად სჭირდება-ფაქტია.


წლევანდელი წელი ხომ საერთოდ კატასტროფულია, ამას ყველანი ვხედავთ.


პირდაპირ ფრონტის წინა ხაზია ჩვენი გზები.


ამას თუ ნარკოტიკებით, ჩხუბებში და კრიმინალით დაღუპულებს დავუმატებთ, გამოდის, რომ ჩვენ მტერი არ გვჭირდება განადგურებისთვის, ამას წარმატებით ვახერხებთ საკუთარი ძალებით."
- წერს მანჯავიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ