დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

გელა მებაღიშვილი - მეგობრის ცხედარს შეწირული გმირი აგვისტოს ომიდან 25.08.2020 13:28

ყველა ადამიანში მეტ-ნაკლებად ცოცხლობს გმირი, თუმცა, თუ კონკრეტული ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდით, შეიძლება არც კი ვიცოდეთ, შეგვიძლია თუ არა  საგმირო საქმის ჩადენა! სწორედ ამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდა აგვისტოს ომში  ჩვენი დროის გმირი, - გელა მებაღიშვილი, რომელიც, მეოთხე ბრიგადაში, 41-ე ბატალიონის მესამე ასეულის სერჟანტად მსახურობდა.

 

გელა მებაღიშვილი, 25 აგვისტოს, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გავაზში დაიბადა. ომის დაწყების პირველივე დღიდან, ის  ფრონტის წინა ხაზზე თავგამოდებით იბრძოდა.  ბედმა  ათ აგვისტოს,  დილას უმუხთლა, როცა, მეგობრის საშველად  შუაგულ ომში შესული, მოულოდნელად, ნაღმზე აფეთქდამას მეუღლე და მცირეწლოვანი ქალ-ვაჟი დარჩა. 

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო: იმ ღამეს გელა და მისი ბატალიონი ალყაში იყვნენ მოქცეულები. მოგვიანებით, მებრძოლებმა ალყა  არღვიეს და სამშვიდობოს გამოვიდნენ. თუმცა, მათი ერთ-ერთი თამანებრძოლი, სამწუხაროდ, მძიმედ  დაიჭრა, - ყუმბარის ნამსხვრევმა ფეხი მოგლიჯა. გელამ საკუთარი ხელით შეუხვია მეგობარს ჭრილობა. ბიჭი გონზე რომ მოვიდა, -იხვეწებოდა, - აქ ნუ დამტოვებთო. გელამ დაჭრილი მეგობარი სხვა ორ მებრძოლს ჩააბარა, გამოიყვანეთო


სამშვიდობოს გამოსულმა ის ბიჭები ნახა, მაგრამ, მათ შორის დაჭრილი მეგობარი არ იყო. მოიკითხა, - სად არისო, რაზეც უპასუხეს, რომ გარდაიცვალა.

 

ამის მიუხედავად, გელა, ასეულის ექიმთან ერთად, მეგობრის საძებნელად ბრძოლის ხაზზე მაინც შევიდა, თუმცა,  მეგობრამდე ვეღარ მიაღწია

 

როგორც შემდეგ ყვებიან, დაჭრილის გამოსაყვანად რომ შესულან, გელას ექიმისთვის უთქვამს, - შენ იქით წადი, მე აქეთ მოვძებნიო. ექიმი საითაც წასულა, იქით არ ყოფილა ნაღმი, სამაგიეროდ,  გელას მხარეს ყოფილა, რომელიც, წამში აფეთქდა და  მებრძოლი კაცის უშიშარი გული საბოლოოდ გააჩერა!..


ექიმი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ნაღმზე აფეთქებული, გარდაცვლილი გელა უკანასკნელად ნახა... სამწუხაროდ, ექიმმა ვერ შეძლო მისი ცხედრის გამოტანა, რადგან, თავადაც დაჭრილი იყო...

 

 მომხდარიდან 13 წლის შემდეგ,  „ჯორჯიან თაიმსი“  მის ვაჟს - დავით მებაღიშვილს  გაესაუბრა:

 

 

„5 აგვისტოს, მამამ ვაზიანში, სამხედრო ბაზაზე წამიყვანა. მაშინ 11 წლის ვიყავი, როდესაც  პირველად ვიხილე  ამდენი  სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, რეალური გმირი. იმ დღეს გამიჩნდა სურვილი, რომ გავიზრდებოდი, მეც მათნაირი გავმხდარიყავი. ეს სურვილი მუდამ თან დამყვება და რომ წამოვიზარდე, გენერალ გიორგი კვინტაძეს სახელობის სამხედრო სკოლაში დავიწყე სიარული, სადაც სამი წელი ვისწავლე. მამას არ უნდოდა, რომ მე ჯარისკაცი ვყოფილიყავი, ყოველთვის მეუბნებოდა და მარიგებდა, რომ სწავლისთვის დამეთმო დრო, რომ მან ჩემი გასაკეთებელიც გააკეთა.

 

2008 წლის 11 აგვისოტს მე გმირის შვილი გავხდი. მამა ასე თუ ისე უსაფრთხოდ იმყოფებოდა, სანამ მეგობრის გარდაცვალებას ამცნობდნენ. ლევან დევდარიანი ცხინვალის გარეუბანში, ხეთაგუროვის დასახლებაში იბრძოდა, სადაც ის დაიჭრა. მამამ ორ ჯარისკაცს მისი მეთვალყურეობა დაავალა, თუმცა დაჭრილი მალევე დაიღუპა. მათ თავს უშველეს, გაიქცნენ და ცხედარი მიატოვეს. მამაჩემმა, გელა მებაღიშვილმა სამხედრო ექიმთან ერთად მიიღო გადაწყევილება უკან დაბრუნებულიყო, რათა მეგობრის ცხედარი არ დაკარგულიყო და გარდაცვლილისთვისაც სათანადოდ ეპატრონა. მას არ დასცალდა მეგობრის დატირება, მოულოდნელად აფეთქებულმა ნაღმმა იმსხვერპლა. მოგვიანებით, მასთან ერთად მყოფმა ექიმმა თქვა, რომ ეს სასიკვდილო ჭრილობა იყო, როდესაც პულსი გაუსინჯა ის უკვე აღარ ცემდა! 


მამა ძალიან კარგი მეოჯახე და მეგობარი იყო. ის იბრძოდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ყველა ომში. ყველას სიკვდილს, ვინც მაშინ კომანდოს ბატალიონში მსახურობდა, უზომოდ განიცდიდა. ჯერ კიდევ 1993 წელს, აფხაზეთში ჩაება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. ის ასევე გახლავთ აფხაზეთის ომის ვეტერანი.


ამის შემდეგ გელა სამსახურს იწყებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მას მიღებული აქვს არაერთი სიგელი თუ სერთიფიკატი, არაერთი სამხედრო გზის წარმატებით გავლაში.  2004 წელს, მონაწილეობდა ცხინვალის ომში, იმყოფებოდა ერაყში სამშვიდობო ძალების ეგიდით. 2008 წელს წარმატებით გაიარამ სუბუქი ქვეითის პეციალობის საკვალიპიკაციო კურსი. 2008 წელს, როგორც უკვე გითხარით, მონაწილეობდა აგვისტოს ომში,.

 

მამას გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 10 აგვისტოს ვესაუბრე.  დამარიგა, არაერთი რჩევა მომცა. მეორე დღეს კი, მისი გარდაცვალება მამცნეს. 


გელა მებაღიშვილი, იგივე  „ბარდანა“ იყო მართალი მეომარი, რომელმაც მასწავლა, არასოდეს ჩავიცვა დიდებული კაცის ფეხსაცმელი“, - იხსენებს  „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში დავით მებაღიშვილი.


 

/მოამზადა: თამარ ტოჩილაშვილმა/

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ