ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, 11 წლის ბიჭის მკვლელობის ამბავს ეხმაურება:
"11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა, სავარაუდოდ, მამის მხრიდან სისტემატიური ძალადობის გამო. ძალადობის შემთხვევების არნახული მასშტაბები ცალკე ძალიან დიდი თემაა და ამაზე სხვა დროს. მაგრამ, სად იყვნენ ოჯახის სხვა წევრები: დედა, და, დეიდა, მეზობლები, ახლობლები? რატომ არავის მოუვიდა აზრად ამ ბავშვის დაცვა, როცა ყველამ იცოდა რომ კლავდა შვილს ეს არაადამიანი ცემით? რატომ არ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას სუსტზე, როცა მას ჩაგრავენ? წარმოიდგინეთ, რა გადაიტანა პატარამ, რა ჯოჯოხეთი გამოიარა. ამაზე ფიქრიც კი მზარავს. მე მგონია, იმ საცოდავი ბავშვის ცოდვა ყველა იმ ადამიანის კისერზეა, რომელიც გაჩუმდა, რომელიც არ დაეხმარა პატარას, შველას რომ ითხოვდა", - წერს კილაძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge