დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ნათია თურნავამ 100-მილიონიანი საგრანტო აუქციონის პირობებზე განცხადება გააკეთა 27.08.2020 13:20

100-მილიონიან საგრანტო აუქციონში მონაწილეობა ყველა იმ მენაშენეს შეუძლია, ვისაც საცხოვრებელი ფართების მშენებლობასთან დაკავშირებული სამშენებლო ნებართვა აქვს მიღებული,“- ეს განცხადება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

"ამ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა ყველა მენაშენეს შეუძლია. ეს ისევ და ისევ იმას ნიშნავს, რომ მათი რისკები იქნება მინიმალური და რაც მთავარია, მინიმალური იქნება იმ მოსახლეობის რისკები, ვინც ელოდება ამ ბინების აშენებას და ფინანსურ დანახარჯს წევს. მენაშენეების სურვილის შემთხვევაში მათი ფართის 30%-ს სახელმწიფო შეიძენს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

100-მილიონ ლარიანი საგრანტო აუქციონის გამოცხადების შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ