ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"საქართველოს პრეზიდენტყოფილის მიხეილ სააკაშვილის ბოლო მიმართვაზე ახლა ერთი ამბავია ატეხილი. ამ სახის მიმართვები, სადაც ეპილოგში მის დაბრუნებაზეა საუბარი, მას სხვა დროსაც არაერთხელ გამოუქვეყნებია, ძირითადად ვიდეო ბლოგების სახით. ამიტომ, ამ თემის განვრცობას ნამდვილად არ ვაპირებ! სხვა რამეზე მსურს ყურადღების გადატანა.
რადგან ამ ადამიანს პერმანენტულად აწუხებს მისი როლის გადაფასება ქვეყნის ისტორიში და კვლავ სურს იყოს უმაღლესი ხელისუფალი, მსურს ძალზე მარტივი რიტორიკული კითხვა დავსვა.
ძალაუფლების მონატრება სხვა ადამიანებსაც ჰქონიათ და არც არის გასაკვირი, მაგრამ თუ ახლა ევროპულ და ამერიკულ ორიენტაციაზეა საუბარი, რაზეც თავად ბატონი მიხეილი და ნაცკლასტრი ასერიგ ოპერირებს პოლიტიკურად, მსურს შევახსენო, რომ ყველა დიდი ამარიკელი პრეზიდენტი, ამერიკის დამფუძნებელ მამებს სულაც თავის რომ დავანებოთ, ორ ვადაზე მეტი ხელისუფლებში არ ყოფილა! არა რონალდ რეიგანი, რაზეც ხშირად აპელირებს ხოლმე და არც ჯიმი კარტერი, მის მეგობარ ჯორჯ ბუშ უმცროსზე, რომ არაფერი ითქვას.
მისი ხელისუფლებაში მუდმივი დაბრუნების თუ ნოსტალგიის ასპექტიც აქ არის გასარკვევი. რა უნდა თავად მას, გახდეს პუტინი და ლუკაშენკო, ძალაუფლების მიტაცების ერთიან ვერტიკალში თუ მისი მოღვაწეობის პერიოდი ისტორიას დაუტოვოს, რომელიც ყველაზე პირუთვნელი მსაჯულია? თუ უნდა ამ ისტორიის ახლიდან გადაწერა ან რევანში?
მისი პიროვნული პრობლემაც და დილემაც ეგ არის, მას რატომღაც ჰგონია, რომ ქართული საზოგადოება ისევ 2012 წელს ითვლის! ამ დროს კი ქვეყანის ეკონომიკური და სოციალური ვექტორები ის აღარ არის, რაც თუნდაც 2012 წელს იყო, 9 წელი არ არის მცირე პერიოდი, დრო სხვა მოთხოვნებს და პრიორიტეტებს აყენებს ქვეყნის წინაშე. ეს პოსპანდემიურმა პერიოდმაც ნათლად აჩვენა. ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური განვითარების ახალი პარადიგმა, აგებული პოლიტიკურ სტაბილიზაციაზე და მაღალტექნოლოგიურ საინვესტიციო პლათფორმაზე, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე, რა დღეს რეალურად ხორციელდება და არა ბუტაფორიულ და პოპულისტურ დაპირებებზე, ეზოტიკურ და კულინარიულ სახელმწიფოზე, რაც უკვე განვლილი ეტაპია თუნდაც მის დროს ასე რეკლამირებული დუბაის და სინგაპურის მოდელების სახით.
არანაირი ბელორისული სცენარი აქ არ გამოვა, ბელორუსული სცენარი არის პროტესტი 26 წლიან ავტორიტარულ მართველობასთან, რისი რეალური სიმბოლოც არის რუსეთში პუტინი და აქ სწორედ მიხეილ სააკაშვილია! ამიტომაც შეცვალა მან თავის დროზე კონსტიტუცია, რომ მუდმივ სახელისუფლებო ვერტიკალში მოქცეულიყო, დენ სიაოპინის და პუტინის მსგავსად! ახალი ბოლშევიზმიც ეგ არის, ახალი საზოგადოების შექმნის ქიმერა, ძალაუფლების ძალადობრივი მოპოვების მანტრით!" - წერს ცუცქირიძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge