დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"სააკაშვილის დაბრუნება პრემიერ-მინისტრობის "მთავარ" ოპოზიცურ კანდიდატად აბსურდია" 28.08.2020 14:05

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელსი წერს:

 

"სააკაშვილის დაბრუნება და თანაც პრემიერ-მინისტრობის "მთავარ" ოპოზიცურ კანდიდატად - იმ მასშტაბის აბსურდია, რაც პოლიტიკის ყოველგვარი რაციონალობისგან აბსოლუტურად დაცლას და ქვეყნის სრულ გადარევას ისახავს მიზნად.


რასაკვირველია, თუ ქვეყანა მთლიანად არ გადაირია და ჭკუზე არ შეცდა, მოქალაქეობის არ მქონე მსჯავრდებულისა და ანეკდოტურად ოდიოზური პირის ქვეყანაში არსებული მთავრობის მთავარ ალტერნატივად და ოპოზიციის ლიდერად არანაირ კონტექსტში არა თუ წარმოდგენა ან "განხილვა", არამედ საერთოდაც ხსენებაც კი - აბსოლუტურად წარმოუდგენელია.


ამ ვითარებას, ყველაზე მეტად შეესაბამება ცხონებული ირაკლი ჩარკვიანის (მეფის) სიმღერა - "შენ აფრენ!"


ნაცებზე სხვა კომენტარი - უბრალოდ შეუძლებელია!

აბა, რამდენს გააფრენინებენ? საკითხავი ახლა მხოლოდ ეს არის,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ