დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ 31.08.2020 13:13

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალეროვნული სწავლებაღირსეული პარტნიორი 2020“ აქტიური მზადების პროცესშია. წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ის მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროები სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ.

 

სამინისტროს ცნობით, წელს წვრთნებში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი 4 ქვეყნის: აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. ისინი სწავლების ოფიციალურ გახსნამდე საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვლენ.

 

სწავლება ოფიციალურად 7 სექტემბერს დაიწყება და მასში 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

 

ღირსეული პარტნიორისაქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება. სწავლება ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ