დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ვინ არის ბიჭი, რომელმაც გუშინ ვახუშტის ხიდზე გოგონა თვითმკვლელობას გადაარჩინა? 01.09.2020 00:49

 

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორც ცდილობს ახალგაზრდა ქალი თვითმკვლელობის მიზნით ხიდიდან გადახტომას, ადგილზე საპატრულოსთან ერთად სასწრაფო დახმარებაც მობილიზებული იყო, უამრავი ადამიანი ცდილობდა გოგონას გადარჩენას, სასულიერო პირთან ერთად მოქალაქეები სთხოვდნენ გადაეფიქრებინა და დახმარებას ჰპირდებოდნენ. ამ დროს კადრში ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა, რომელმაც მოახერხა უკან მიპარვა და გოგონას გადარჩენა. მამაკაცი, რომელმაც გოგონა გადაარჩინა, 30 წლის თბილისელი გუგა კაკაბაძეა. იგი პროფესიით სტომატოლოგია, ადგილზე შემთხვევით მოხვდა და გადაწყვიტა როგორმე  ხიდზე მდგარი ქალის სიცოცხლე ეხსნა, რაც წარმატებით გამოუვიდა კიდეც.

 

ჩვენ ვესაუბრეთ დღის გმირს, ალბათ ამაღელვებელი გრძნობაა როცა იცი, თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინე: “რთულია სიტყვებით გადმოცემა, რამდენიმე წუთი გონზე ვერ მოვედი ჩაკეცილი ვიყავი.იმაზეც ვიფიქრე, შეიძლებოდა იმ წუთას გადამხტარიყო მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა”-გვიყვება გუგა კაკაბაძე.

 

 

მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში კიდევ გვყავს გუგასნაირი ადამიანები, რომელთათვის ადამიანის სოცოცხლე მნიშვნელოვანია და ალბათ, მათზე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა.

 

 

იხილეთ ვიდეო:

 

 


“თვალსაზრისი” 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ