დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა 01.09.2020 14:43

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი გამოაქვეყნა.

 

„2020 წლის 1 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182- დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 45 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.100 პროცენტით, მაქსიმალური 8.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.100 პროცენტით განისაზღვრა”,-აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.


ამასთან, ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგსაც აქვეყნებს.


„2020 წლის 1 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 127 860 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.170 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში, “ -ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ