დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა 01.09.2020 17:03

ვითიბი ბანკისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ვითიბი ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა.

 

ახალი შეთანხმების თანახმად ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი ორი წლის განმავლობაში იქნება. თანამშრომლობა მოიცავს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ყველა ჩემპიონატის, სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას. ამასთან ერთად ვითიბი ბანკი საქართველოს ეროვნული, ყველა ასაკობრივი, ქალთა და ფუტსალის ნაკრებების გენერალური სპონსორი იქნება.

 

მხარეებს შორის სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ მოაწერეს.

 

"მიხარია, რომ ვითიბი ბანკი  წლების განმავლობაში ქართული ფეხბურთის ეროვნეული ნაკრების სპონსორი იყო. დღევანდელი ხელშეკრულებით ის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მხარდამჭერი -  პარტნიორი გახდა. ამ ეტაპზე, თანამშრომლობა მოიცავს არამარტო ნაკრებს, არამედ, ზოგადად ფეხბურთის ფედერაციას და  ასევე, სხვა სათამაშო ტურნირებს, რომელსაც ვატარებთ.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი პარტნიორის გვერდში დგომა, რაც დიდ მოტივაციას გვაძლევს. მთავარი კი ისაა, რომ  ორივე მხარისთვის თანამშრომლობა  წარმატებული იყოს.


მინდა მადლობა გადავუხადო ვითიბის ნდობისა და მხარდაჭერისათვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პარტნიორთან ერთად წინ მრავალი წარმატების აღნიშვნას შევძლებთ,“-განაცხადა  „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა,- ლევან კობიაშვილმა.

 

 

ხელშეკრულების მნიშვნელობაზე, ჟურნალისტებთან ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა - არჩილ კონცელიძემ ისაუბრა:

 

„უკვე 4 წელზე მეტია, რაც ვითიბი ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი და მხარდამჭერია. 


ჩვენი სურვილია პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ და 2020 წლიდან ეროვნული ნაკრების სპონსორობასთან ერთად გავხდეთ,  ფეხბურთის ფედერაციის და ყველა ასაკობრივი ნაკრების გენერალური სპონსორი. 


პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლობის მიზანია ქართული ფეხბურთის, როგორც ლიდერი სპორტის სახეობის ხელშეწყობა, ჩვენ გვჯერა ქართული ფეხბურთის წარმატების და ამიტომ ვუჭერთ მხარს მის წინსვლას და განვითარებას.“ 

 

/ნინო ოთარაშვილი/

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ