დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„არ დაუჯეროთ და ბრმად ნურავინ ენდობით ნაცების მიერ უტიფრად გაყალბებულ დეზინფორმაციულ მონაცემებს!“ 01.09.2020 21:14

დავით ზარდიაშვილის პოსტი:

 

ნაცური დეზინფორმაციული პროპაგანდა ყალბ მონაცემებს აქვეყნებს და ამტკიცებს, თითქოსდა საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეობაზე გადაანგარიშებით 2012 წელთან შედარებით შემცირდა! ურცხვი ტყუილია! მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2019 წელს მშპ ერთ სულზე გადაანგარიშებით შეადგენდა 4 986 აშშ დოლარს, ხოლო 2012 წელს - 3 469, 7 დოლარს. ანუ ზრდა 2012 წელთან შედარებით შეადგენს 43, 7%-ს.

 

ასევე, ურცხვი ტყუილია, თითქოსდა ოცნების ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დანაშაული. სტატისტკის მიხედვით:

2006-2012 წწ-ში ქვეყანაში სულ რეგისტრირებული იყო - 303 460 დანაშაული, აქედან გახსნილი იქნა - 118 979, ანუ 39, 2%. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების იგივე, 7 წლიან პერიოდში - 2013-2019 წწ-ში სულ რეგისტრირებული იქნა 311 126 დანაშაული, საიდანაც გახსნილია 151 214, ანუ - 48, 6%. როგორც ვხედვათ, რეპრესიული, პოლიციური რეჟიმის პირობებთან შედარებით დანაშაულის საერთო რაოდენობა 7 წლიან პერიოდში მხოლოდ უმნიშვნელოდ - 303 ათასიდან 311 ათასამდე, ე.ი. სულ 2%-ით თუა გაზრდილი, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი თითქმის 10%-ით არის მომატებული.

 

არ დაუჯეროთ და ბრმად ნურავინ ენდობით ნაცების მიერ უტიფრად გაყალბებულ დეზინფორმაციულ მონაცემებს! ინტერნეტით ძალიან იოლია, დიდი დროც არა სჭირდება სტატისტიკური მონაცემების გადამოწმებას და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნაცების მხილებას უტიფარ სიცრუეში!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ