დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"როგორ ან რატომ სცილდება ქვეყნის საგარეო ორიენტაცია დასავლურ ვექტორს და მიდის რუსეთისაკენ?" 02.09.2020 11:31

ეკონომიკის ექტსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:


"კოალიციური "მირაჟი"


სეტემბერი დადგა და საარჩევნო სრბოლაც გახურდა და ფაქტიურად გახსნილად გამოცხადდა. ოპოზიციის პოლიტმარკეტინგი უკვე ცხადია და დიდი ალბათობით ამ ნარატივზე იქნება აგებული მთელი დარჩენილი საარჩევნო პერიოდი. ამ პოლიტიკური მარკეტინგის დედააზრი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ არ დამდგარი შედეგი წინასწარ რეალობად გასაღდეს, და შესაბამისად, მათი მხარდამჭერი მთელი მედია პლათფორმაც ამ ამოცანის რეალიზაციას ემსახურება. წინასწარ დამდგარ შედეგად კი ოპოზიციის მიერ, კოალიციური მთავრობა განიხილება, რაც ოცნების დამარცხებას გულისხმობს ანუ შედეგს, როდესაც ოცნება ვერც თავად და ვერც რომელიმე სუბიექტთან ერთად ვერ შექმნის კოალიციას. ისე, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ნათქვამია, თუმცა არც ერთი დღემდე ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევა საპირისპირო სურათს უფრო იძლევა, სადაც ოცნებას გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს როგორც ცალკე აღებულ რომელიმე პარტიაზე, არამედ ორ შედარებით მაღალრეიტინგულ ოპოფლანგზე ერთად აღებული, აქ ნაციონალ მოძრაობას და ევსაქებს ვგულისხმობ! სხვა 0-3 % ში მოდრეიფე პარტიებზე რომ არაფერი ითქვას, ოპოზიციას არც ერთიანობა აქვს, მიუხედავად გარეგნული მხარისა, არც რაიმე ალტერნატიული არა თუ ანტიკრიზუსული პროგრამებს ვხედავთ, თუ პოპულიზმით უხვად ნაზავ და გაცვეთილ თეზისებს არ მივიღებთ მხედველობაში, საშუალო და გრძელვადიანი განვითარების სცენარებს თავი რომ დავანებოთ. ამის მაჩვენებელია მთავარი აქცენტების გადატანა გადასახადების დაწევაზე, მაშინ როდესაც საგადასახადო ტვირთი ჩვენ ისედაც დაბალი გვაქვს და ევროპაში სულაც სამეულშიც კი შევდივართ დაბალი გადასახადების დონით. მით უმეტეს, რომ პოსპანდემიურ პერიოდში საბიუჯეტო ხარჯები და დეფიციტი ისედაც გაზრდილია შემცირებული შემოსავლების ფონზე.


ამ ახალი სტრატეგიის ნაწილია ქართული ოცნების ეგზისტენციალურ საფრთხედ და მისი დამარცხების გარდაუვალ მოცემულობად წარმოჩენა. სხვა მხრივ ცოტა გაუგებარია ასეთი პოლიტსიბეცე თუ რას ემსახურება საკუთარი თავის და მხარდამჭერების გამხნევებას თუ ... თავის მოტყუებას, მხარდამჭერებთან ერთად! ამაზე იყო სხვათა შორის ფაქტიურად ბოლო ერთი წლის ხმაური, რაც ქართული ოცნების "პრო რუსულ ვექტორად" და რუსული ინტერესების გამტარებელ ძალად დაფიქსირებაზე იყო აგებული, გავრილოვის ღამიდან მოყოლებული და შემდეგაც, სხვადასხვა "დაბოქლომების" პერფომანსებით და საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თუ პოლიტპატიმრების თემით გაგრძელებული.


მაგრამ გაცილებით საინტერესო ისაა, თუ როგორ ან რატომ სცილდება ქვეყნის საგარეო ორიენტაცია დასავლურ ვექტორს და მიდის რუსეთისაკენ? რა იძლევა ამის საფუძველს ან რა არის ამის თავისებური ინდიკატორი? პოსტპანდემიურ პერიოდში უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარება ევროკავშირიდან და აშშ დან?, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, სსფ ის და მსოფლიო ბანკის შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რაც საერთაშორისო სტრუქტურებში მეტ ინტეგრაციას ითვალისწინებს? ამაზე პასუხი მათ უბრალოდ არა აქვთ, გარდა აკვიატებული ფრაზეოლოგიისა, რუსეთთან მიმართებაში უფრო "მკაცრი პოლიტიკის" არ გატარების გამო?! ამ მყვირალა და ტრაფარეტული პატრიოტიზმის მწარე შედეგები ჩვენ ერთხელ ხომ უკვე ვიხილეთ, სწორედ ნაციონალების მართველობის პერიოდში, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა და მის შედეგებს დღესაც ვიმკით.


მიმდინარე წელსაც კი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, ეკონომიკის ვარდნა თავდაპირველ საპროგნოზო მაჩვენებელზე გაცილებით ნაკლები იქნება, სავარაუდოდ 4.8 % ის ფარგლებში, რაც ასევე ნაკლებია თუნდაც ევროკავშირის საშუალო 8 პროცენტიან ვარდნასთან შედარებით.


აქედან გამომდინარე, "ქართულ ოცნებას" საეჭვოა საერთოდ დაჭირდება თუ არა ვინმესთან კოალიცია, ოცნების ანტიკრიზისული გეგმა, და საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიაც, რაზეც მუშაობა საერთაშორისო მაღალი დონის საექსპერტო ჯგუფებთან დასრულების ფაზაშია, დღეს ერთ ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება არა თუ რეგიონის, არამედ ევროპის დონეზეც კი.


დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი, როდესაც არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი, ხოლო ოცნებას საარჩევნო პროგრამა ჯერ კიდევ არ გაუშლია ბოლომდე, მისი გამარჯვება გარდაუვალია, ოპოზიციის დანძიმებული წარსულის, იდეათა სიმცირის, პარტიული ეგოიზმის თუ ურთიერთდაპირისპირების და რაც მთავარია რეალური ალტერნატივის ვერდადების გამო.


ნაცკლასტერის სულიერი მამის და „დიდი რეფორმატორის“ და ბოლო იმედის უკრაინიდან ფაქტიურად გამოქცევის დაანონსებაც, ამაზე მიუთითებს. კოალიციური მირაჟიც ეგ არის, ცრუ წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე და ხალხის განწყობებზე, რომლის მწარე შედეგსაც ოპოზიცია არჩევნებზე მოიმკის,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ