დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ვისაც გული შეგვტკივა ცოტნეზე, შევიკრიბოთ" - გამსახურიას მეუღლე 02.09.2020 16:03

„განურჩევლად პოლტიკური გემოვნებისა და სიმპატიების თუ ანტიპატიებისა, ვიკრიბებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 4 სექტემბერს 11:00 საათზე“, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური წერს.

 

ჯაბაურის ინფორმაციით, 4 სექტემბერს გამსახურდიას ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარადგენს.

 

„მეგობრებო, 4 სექტემბერს, 11:00 საათზე, ბრალდების მხარე წარადგენს დასკვნით სიტყვას ცოტნე გამსახურდიას ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის საქმეზე. ყველა ვისაც გული შეგვტკივა ცოტნეზე. ყველა ვისაც უნდა რომ დამნაშავეები დაისაჯონ. ყველა ვისაც უნდა რომ სამართალი აღსრულდეს. ყველა ვისაც არ სურს, რომ მკვლელები დაუსჯელად დადიოდნენ ჩვენს გვერდით. ყველა, განურჩევლად პოლტიკური გემოვნებისა და სიმპატიების თუ ანტიპატიებისა, ვიკრიბებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 4 სექტემბერს 11:00 საათზე.

 

ერთად მოვითხოვოთ სამართლის აღსრულება“, - აცხადებს ჯაბაური.

 

ინფორმაციისთვის, ცოტნე გამსახურდია საკუთარი სახლის სიახლოვეს 19 დეკემბერს დაჭრეს. საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. თავად ცოტნე გამსახურდია ჯერ თბილისში ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, შემდეგ კი თურქეთში გადაიყვანეს. მისი ევროპაში გადაყვანა კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა. გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურია. ის რეაბილიტაციის კურსს გადის. ჯაბაური აცხადებს, რომ გამსახურდია ისევ ბრძოლაშია, თუმცა ოპტიმისტურად არის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ