დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ამ დღეებში არ გირჩევთ ბანკებთან კონტაქტს, სესხის ვალში აღებას, ან თუნდაც გაცემას" 02.09.2020 16:43

ასტროლოგი გიორგი ლობჟანიძე გვირჩევს:

 

მეგობრებო, გვიახლოვდება სასვემთვარეობა, დღე, რომელიც მოითხოვს ყურადღებას, გასათვალისწინებელია აღნიშნულის წინაპირობები, შედარებით მატულობს ამ დროს დაძაბულობები, რაც გასაკირი სულაც არ გახლავთ. ამ დროს ცის კაბადონეზე დღისა და ღამის მანათობლები ერთმანეთის ოპოზიციურ მხარეს გვევლინებიან, რაც მოითხოვს რიგ მომენტებში ჩვენი მხრიდან თავშეკავებას. აგრეთვე გვაქვს კიდევ სხვა მოვლენებიც, რაზეც დაბლა ვისაუბრებ . . . 

 

2 სექტემბერს დილით 09:22 წუთზე, სავსემთვარეობა თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ზოგადად - ესაა დღე, როდესაც კარგია მაგიური რიტუალების ჩატარება, რადგან ამ დღეს ადამიანებს აქვთ მეტად დიდი ენერგია, ასევე ბრწყინვალეა თუ კომპრომისის ხარჯზე ინდივიდთა ჯგუფი ერთად შეძლებს რაიმე სახის კოლექტიური სამუშაოს შესრულებას, ეს პერიოდი ძალიან კარგია ფსიქოლოგიური დამუხტვისთვის, საკუთარ ძალებში დარწმუნებისთვის, სხვათა მიმართ ინტერესის გაღვივებისთვის, ერთობლივი ძალებით იერიშზე გადასვლისა და საკუთარი შეხედულებების მტკიცედ გადმოცემისთვის. 

 

ამ დროს ადამიანთა გარკვეული კატეგორია შესაძლოა განიცდიდეს ენერგიულ დისბალანსს, მაღალია თავისტკივილების, ნერვოზული აშლილობების, გაღიზიანების, კამათის, ჩხუბის შანსიც კი. ამიტომ გეგმები და იდეები თუ კარგად გაწერილი და ჩამოყალიბებული არაა, შემდგომში ეს ყველაფერი რთულად იმუშავებს. მთვარის კრიტიკულ დღეებში, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანთათვის სასიკეთოა: კონტრასტული შხაპი, ბუნებაში ყოფნა, დასვენება, ლოცვა, მედიტაია, იოგის ვარჯიშები, საკუთარ თავში ჩაღრმავება და გაგება იმისა, თუ რას აკეთებს ადამიანი არასწორად და საით უნდა შეცვალოს მსოფლმხედველობა‼️


ეს უკანასკნელი ხდება მე-12 სახლის მმართველში, შესაბამისად ასეთ დღეს სამყაროს ყურადღება მიმართული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეუძლიათ ადამიანებს ამ ნიშნის დადებითი თვისებების წარმოჩენა და უარყოფითის განმუხტვა, შეეცადეთ, რომ მეტად აპატიოთ, მიუტევოთ, ბევრი ილოცოთ, აკეთეთ სასიამოვნო საქმე, შეხება გქონდეთ სამყაროს მაღალ ძალებთან, არ დაიბნეთ და არ აღმოჩნდეთ ქაოსსა და იდუმალებაში, ნუ იქნებით ზედმეტად იზოლირებულნი, პირიქით საღად იაზროვნეთ და რაც მთავარია - არ შეხვიდეთ გაუგებრობაში‼️

 

ნიშნობრივად თევზები - მუტაბელური ჯვრის წარმომადგენელი, წყლის სტიქიაა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 12 ზოდიაქოს შორის დიდი სიბრძნითაა დაჯილოდებული. თევზების ნიშნის ქვეშ ხშირად იბადებიან მწერლები, პოეტები, ფსიქოლოგები, აღნიშნული გამოირჩევა დიდი მოთმინებით, პატიების უნარით, გულმოწყალეობით და ქველმოქმედებით. თევზების მაინც ორი განხრაა, ერთი ზეცისკენ (მაღლა) მცურაბვი, ხოლო მეორე დაბლა, ანუ ქვესკნელისკენ, ბუნებით არაა მარტივი, ცვალებადია და მარტივადაც შეიძლება მისი გულის ტკენა.  მასთან ურთიერთობისას ეცადეთ, რომ არ მოატყუოთ, იყოთ გულწრფელი, ლაღი და სიკეთისკენ მიდრეკილი.

 

 

ამიტომ, ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ 1-3 რიცხვის მონაკვეთში - ეს 2 დღიანი პერიოდი განვლოთ მშვიდად, მაღალია აქ შავმაგიური რიტუალების შესრულება, შურისძიების სურვილი, ბოღმის ბოლომდე ამოღება, უარყოფითი ენერგიებისგან დაცლა სხვა ადამიანზე, ჩუმი მახეების დაგება, პროვოკაციული ჟესტები, ჩხუბის - გაუგებრობის - მათ შორის სხვადასხვა სახის დაპირისპირების შანსებიც მატულობს, არ გირჩევთ ამ დღეებში ბანკებთან კონტაქტს, სესხის ვალში აღებას ან თუნდაც გაცემას, რაც შეიძლება გახდეს წინაპირობა იმისა, რომ ვალი ან დროუალდ ვერ გადაიხადოთ ან უბრალოდ აღარ დაგიბრუნოთ, შესაბამისად იყავით ფრთხილად და გამოგადგებათ თქვენ ანდაზა: „7-ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი“.‼️


ასევე უნდა ითქვას, რომ აქ მერკურიც ნეპტუნის ძალებთანაა ოპოზიციაში მზის მსაგვსად, მარსი და ვენერა ძალიან დაძაბულ კავშირებს ქმნიან, შესაბამისად სასიყვარული ნიადაგზე ნამდვილად სირთულეებია, ასევე საქმეები და სხვადასხვა მათემატიკური ოპერაციები ეცადეთ, რომ ფრთხილად დაგეგმოთ და შეასრულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში - მიიღებთ ცუდ რეზულტატს.

 

თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ გადასაწყვეტი გირჩევთ, რომ ამ ხანებში შეეშვათ თითქმის ნებისმიერ საქმეს, აღნიშნული უბრალოდ არ იმუშავებს, გამართულად არ იფუნქციონირებს, ნაბიჯის გადადგმა იქნება აზრს მოკლებული. არ მოაწეროთ ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტებს, არ შეიძინოთ ტექნიკა, მოერიდეთ დიდ მიმოსვლა-გადაადგილებებს, ტრანზაქციებს, კაპიტალ-დაბანდებებს, ქონებრივ შენაძენებს და სხვა... ჯობს ეს სხვა პერიოდებისთვის გადადოთ, შეიძლება რომელიმე თქვენგანის პირადი რუქით სულაც სასარგებლო იყოს ამ დღეს ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ზოგადი ფონი დაძაბულია, წინასწარ ნაღმს ნუ ჩადებთ შემდგომი სვლების - კეთილდღეობისათვის.

 

სექტემბრის მონაცემებიდან:

 

სექტემბერი ძალიან დატვირთულია მნიშვნელოვანი მოვლენებით ცის კაბადონზე, რასაც მოწმობენ, როგორც პირადი, ასევე სოციალური პლანეტების ფაზების უკუსვლა და გასწორება.

 

დავიწყოთ იქიდან, რომ მზე უკვე 22 აგვისტოდან მოძრაობს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, რასაც შემოაქვს დედამიწაზე ამ ნიშნის მეტი პრაქტიკულობა, პრაგმატულობა, ამას ემატება პლანეტა მერკურის ყოფნაც მზის სიახლოვეს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ადამიანები უფრო მიაქცევენ ყურადღებას ერთმანეთს, გახდებიან კრიტიკულებიც და ლოგიკურ აზროვნებაზე დაფუძნებულები. მაგრამ ზედმეტი პედანტიზმიც არ ვარგა, რადგანაც ეს შექმნის კონფლიქტებს გარშემო კავშირებში. 

 

ნიშნებიდან უფრო მეტ ენერგიას და მარგი კოეფიციენტის მაჩვენებელს იგრძნობთ მიწის და წყლის წარმომადგენლები, ჰაერს და ცეცხლს ახლა დასვენება და ყოველდღიური საქმეებით შემოფარგვლა გმართებთ. სასწორებს კი დაბადების წინა პერიოდი გაქვთ, ამიტომ ცოტა ხნით მოითმინეთ . . . 

 

უკვე 2 სექტემბერს, ჩვენ გველოდება სავსემთვარეობა, პიკი - 09:22 წუთი, ამაზე ცალკე გავამახვილებ ყურადღებას, თუ რა თემები იქნება წინ ამოტივტივებული . . . 

 

ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შესაძლებელია, რომ გამოჩნდნენ წარსულში სასიყვარულო/ინტიმური პარტნიორები, რომლებთანაც მოგიწევთ კვლავ პასუხის დაბრუნება და არაა გამორიცხული, თუ ეს ურთიერთობებიც დროებით მაინც აღდგება ან უბრალოდ თავის სახელი დაერქმევა.

 

გაუფრთხილდით ცეცხლთან და ცივ იარაღებთან კონტაქტს, არ იქნება კარგი ზღვარგადასული ამბიციურობის, საკუთარი ძალების დამტკიცების, ჩხუბის, კამათის, სისწრაფის ელემენტების გამომზეურება, რადგანაც ეს მოიტანს დიდ დაძაბულობებს და შეიძლება ბევრი ასეთი შემთხვევა ფატალურადაც დასრულდეს.‼️


იცოდეთ, რომ მარსი მოძრაობს უკან ვერძში. ნიშანი, რომელიც გამოირჩევა დიდი აგრესიით, ამბიციით, სისწრაფით, ჩხუბით და მოუთმენლობით, ამიტომაც, ვინც ამ პერიოდებში მეტ მოთმინებას, დიპლომატიურობას, სიმშვიდეს და სიწყნარეს შეინარჩუნებს სწორედ ის იქნება გამარჯვებულიც.

 

არ გირჩევთ გრძელვადიანი პროექტების წამოწყებას, განსაკუთრებით იმათ, ვისაც მარსი გყავთ დირექტული, ასევე:

 

ახალ-ახალ კაპიტალ-დაბანდებებს

წარმოებას

პროექტების რეალიზაციას

სასიყვარულო ურთიერთობების წამოწყებას ან გაოფიციალურობას

ახალ სამსახურს ან ბინაში გადასვლას და ა.შ.

 

სადაც შრომა, საქმე და დიდი მუშაობაა საჭირო ის თემები ცოტა უნდა დამუხრუჭდეს ახლა, ამიტომ დიდი დაკვირვებით და მოთმინებით უნდა გაიაროთ ეს პერიოდი. 

 

საერთოდ, ლიტერატურული კუთხით უკანმოძრავი მარსის აღწერა ძალიან საინტერესოა. მარსი ესაა ჩვენი ენერგია, ძალა, შესაბამისად თუკი მისი სწორად მოძრაობისას ენერგია გარეთ გაედინება, უკუსვლით პირიქით ხდება, ანუ აღნიშნული ჩვენს შიგნით შემოედინება და მისი კონტროლი ზოგჯერ შეუძლებელიც კია. ასეთი პიროვნებები უზარმაზარი ძალით და შინაგანი პოტენციალით გამოირჩევიან, მაგრამ არაერთგზის ნახავთ ამ მარსის მქონე პიროვნებებს, რომლებსაც სულაც არ აქვთ ამხელა რესურსი და მალე იღლებიან ან უბრალოდ საქმეს აფუჭებენ, ვერ იყვანენ ბოლომდე და მეტს ჭირვეულობენ, ვიდრე ზეიმობენ. გმართებთ მეტი, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ვარჯიში თქვენივე ჯანმრთელობისთვისაც.

 

ამ მარსზე არაა გამორიცხული, რომ მივიღოთ სახელმწიფოებრივ დონეზე გადატრიალებები, რევოლუციური მცდელობები, განგაში, ქვეყნებს შორის სიტუაციის ხელახალი დაძაბულობები, ამიტომ თხოვნა მექნება, რომ ნუ აურევთ ვითარებას, ეცადეთ მეტი სიმშვიდის დამყარებას.

 

სექტემბრის შუა რიცხვებიდან კი პლანეტა იუპიტერი გასწორდება, რაც კარგია ჩვენი მიზნებისთვის, გლობალური აზროვნების, გეგმების, მსოფლმხედველობრივი საკითხების წარმოჩინებისთვის, მაგრამ პერიოდებმაც უნდა შეგვიწყონ ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ რეგრესს და გასწორდება მეორე სოციალური პლანეტაც, სატურნი, ესეც კარგია მათთვის, ვისაც ეს უკანასკნელი დირექტული ჰყავს, უბრალოდ განვმეროდები, რომ გადახედეთ პირად რუკებს და ისე წამოიწყებ საქმეები, რათა ამით არ მიიღოთ და დააფიქსიროთ უარყოფითი შედეგი.

 

ბოლოს კი სექტემბრის 22 რიცხვიდან მზე დატოვებს ქალწულის ზოდიაქოს და გადაბრძანდება დღის მანათობელი სასწორის ნიშანში, ამიტომ მოგვეთხოვება კიდეც, რომ სიტუაცია მეტად კონტროლირებადი, ჰარმონიული და მშვიდი გახდეს, პერიოდი უკეთესი იქნება ჰაერის და ცეცხლის წარმომადგენლებისთვის, მერე კი დაბადების წინა პერიოდი დაეწყება მორიელს და თქვენ უნდა მოემზადოთ, რათა ჩააბაროთ სამყაროს გამოცდები.

 

შეიყვარეთ და მიიღეთ ერთმანეთი, ნუ ეცდებით მოძულებას და საქმეების გარჩევას, განსაკუთრებით ამ მძიმე პერიოდებზე, წარმატებებები!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ