დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს 03.09.2020 10:42

 

საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მთავარი მწვრთნელის პოსტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

 

„ბოლო პერიოდში უცხოურ და ქართულ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ თითქოს ამა თუ იმ სპეციალისტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით. საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ დეკემბრამდე, ანუ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე, ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბში რაიმე სახის ცვლილებები არ იგეგმება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ