დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"ამ ნაბიჯით "ნაციონალური მოძრაობა" აბუჩად იგდებს საქართველოს სუვერენიტეტს" 03.09.2020 12:57

ბლოგერი დავით  სოციალურ ქსელში წერს:

 

"მიუხედავად "პატრიოტთა ალიანსის" აბსოლუტურად მიუღებელი, უარესიც: მავნე და საშიში საგარეო-პოლიტიკური შეხედულებებისა, გონივრული ეჭვი მისი საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებით რაიმე პირდაპირი მტკიცებულებებით, ჯერჯერობით მაინც, არ დასტურდება.


მეორეს მხრივ: უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც უმძიმესი დანაშაულებების ჩადენისთვის მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება პირდაპირი მტკიცებულებაა, რათა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის კანონიერების საკითხი სამართლებრივად დაისვას და შეფასდეს.


იურიდიული ფაქტია: ენმ-ის საარჩევნო მიზნები, პრემიერ-მინისტრად გაიყვანოს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მსჯავრდებულია მძიმე დანაშაულებისთვის, ცალსახად და კატეგორიულად აკრძალული აქვს საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკური საქმიანობის უფლება, არაკონსტიტუციური და უკანონოა. ხოლო რამდენად საკმარისი საფუძველია ეს იმისთვის, რომ ენმ-ის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდეს, სამსჯელოა და სახელმწიფოს მიერ სამართლებრივად გარკვევას, შეფასებასა და რეაგირებას აუცილებლად საჭიროებს!


პოლიტიკურად: ყოველგვარი გონივრული ეჭვის მიღმაა, რომ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული უცხოელი პირის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოყენება წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მტრულ პოლიტიკურ ნაბიჯს და უარესიც, პოლიტიკურად უნდა შეფასდეს, როგორც უკიდურესად დამამცირებელი, პროვოკაციული და ცინიკური ქმედება. ეს საქართველოსთვის სახეში სილის გაწვნის ტოლფასია!


ამ ნაბიჯით ენმ პირდაპირი დარტყმის ქვეშ აყენებს ხელისუფლების სამივე შტოს ლეგიტიმურობას და აბუჩად იგდებს საქართველოს სუვერენიტეტს.


მიმაჩნია, რომ უტიფრობის მასშტაბით ეს ბოლშევიზმზეც კი, არანაკლებია!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ