13:34 03.09.2020
"ჰიტლერის გამოცდილებაზე დაყრდნობით, პუტინიც ავსტრიის მსგავსად ამზადებს ბელარუსის - ანშლუსს"

 

14 სექტემბერს ლუკაშენკო მოსკოვში პუტინს ეახლება, მის უკანასკნელ იმედს, რომელიც ("რამე რო იყოს..") ერთადერთია მსოფლიოში, ვინც მას თავშესაფარს მისცემს (ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამაც, შეიძლება "არ კრან ხელი"). -  ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პოლიტოლოგმა,- ჯუმბერ კირვალიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პუტინი ლუკაშენკოს უანგაროდ არ "გაუწვდის მაშველ რგოლს", რადგან მას კარგად ემახსოვრება ლუკაშენკოს მრავალწლიანი ვირეშმაკობა, "ლავირება" დასავლეთსა და რუსეთს შორის.

 

"მოგეხსენებათ, რომ რუსეთსა და ბელარუს შორის დადებულია ხელშეკრულება "სამოკავშირეო სახელმწიფოს" სახელწოდებით, რომლის ფარგლებში არსებობს საშიშროება ბელარუსის სახელმწიფო სუვერენიტეტის მაქსიმალურად შეზღუდვის, თუ არა გაუქმების, ანუ რუსეთ-ბელარუსის გაერთიანების. დიახ, როგორც ჰიტლერი ოცნებობდა ავსტრიის მიერთებაზე, რაც განახორციელა კიდეც, ასევე პუტინის.


ოცნებაა ბელარუსის - ანშლუსი!


ეს გახლავთ, პუტინის "წმიდათა-წმიდა"  მიზანი, რომ ბრესტიდან ვლადივასტოკამდე აღადგინოს რუსეთის იმპერიის დასავლეთის და აღმოსავლეთის საზღვარი! ლუკაშენკოს უკეთეს შემთხვევაში, ბელარუსის "გუბერნატორის" როლს შესთავაზებენ, უარეს შემთხვევაში - "პადმასკოვიეში" უზრუნველ ცხოვრებას, სახელმწიფოს ხარჯზე!..- აცხადებს კირვალიძე.


პოლიტოლოგის განმარტებით, ლუკაშენკომ დაინახა ხალხის მასობრივი პროტესტი და მისი მიუღებლობა. მან მალევე მიმართა დახმარებისთვის "უფროს ძმას", რუსეთს, რომლის მმართველმა პუტინმა მყისიერად უპასუხა და უკვე, "გაამზადა" ძალოვანი-საპოლიციო რაზმები ბელარუსში გასაგზავნად, - "იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციის ჩარჩოებს გასცდება"!..

 

"ამ დღეებში, ლუკაშენკომ განაცხადა შემდეგი (რაც პუტინის მიზანს ემსახურება): "ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს საერთო სამშობლოს, სადაც ცხოვრობს ორი ხალხი, რომლებიც ერთი ფესვიდან არიან აღმოცენებული. ეს არის ჩვენი სამშობლო, ბრესტიდან ვალადივასტოკამდე"! - სავარაუდოდ, პუტინი ამ ხელსაყრელ პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ მომენტს არ გაუშვებს ხელიდან და სანამ ლუკაშენკოს რეჟიმი დასუსტებულია, შეეცდება მაქსიმალური მოგება მიიღოს შექმნილი სიტუაციიდან! დიახაც, 14 სექტემბერს მოსკოვში, კრემლში, ლუკაშენკო პუტინთან "თანაბარ მდგომარეობაში" ვეღარ იქნება, როგორც პრეზიდენტი პრეზიდენტთან, ეს უფრო ემსგავსება - ვასალის ვიზიტს სუზერენთან! ასე რომ, ბელარუსში "საკონსტიტუციო რეფორმის" განხორციელება, რასაც ასე ენერგიულად სთავაზობს რუსეთი დასავლეთს, სწორედ ზემოთ ხსენებული სცენარის მიხედვით მოხდება! პარალელურად, რუსეთი ლუკაშენკოს სპეცსამსახურების ჩართულობით მოახდენს ბელარუსული ოპოზიციის დისკრედიტირებას ხალხის თვალში, განხეთქილების შეტანას ბელარუს ოპოზიციონერ ლიდერებს შორის! იმედია, რომ ბელარუსი ხალხის სიმტკიცე და ერთსულოვნება, ჩაშლის "ბატონი" პუტინის და მისი "მონა" ლუკაშენკოს ამ მზაკვარ ჩანაფიქრს, ვერაგულ გეგმას ბელარუსის სახელმწიფოს გაქრობისა!

ვნახოთ, როგორ განვითარება მოვლენები, 14 სექტემბრამდე კიდევ 11 დღეა დარჩენილი,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ჯუმბერ კირვალიძემ.

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge