დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"არანაირი დასაბუთება, რომ უჩა მამაცაშვილი კავშირშია ენერგეტიკაში არსებულ საკითხებთან, არ არსებობს!" 03.09.2020 14:08

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სამარცხვინოა, როცა ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ რეიტინგის წყალობით მოვიდნენ, ტალახს ესვრიან აღნიშნულ პარტიას და მის ლიდერს.

 

„ძალიან სამწუხაროა და სიმართლე გითხრათ, სამარცხვინოც, როცა ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში, ამ პარლამენტში მოსულები არიან „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგის წყალობითა და დამსახურებით, დღეს პოლიტიკაში პირველ, დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამენ იმით, რომ ტალახს ესვრიან „ქართულ ოცნებას“, მის ლიდერს, რადგან ეს ყველაფერი აქეთკენ არის მიმართული და კადრულობენ ტყუილს. ჟღერადი სახელებისა და გვარების, მათ შორის უჩა მამაცაშვილის დასახელება, ემსახურება ალბათ, მხოლოდ იმას, რომ საკუთარი სახელი და გვარი გააცნონ საზოგადოებას, რომელიც ბევრ მათგანს ალბათ არც იცნობს“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აზერბაიჯანიდან დენის იმპორტსა და შუამავალ კომპანიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

 

მისივე თქმით, გარკვეული პოლიტიკოსების მიერ ამ საკითხთან კონტექსტში უჩა მამაცაშვილის დასახელება, სრულიად უსაფუძვლოა.

 

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პიროვნებას, ვინც მის სახელს და გვარს აჟღერებს, მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს - შეიძინოს იაფფასიანი პოლიტიკური დივიდენდები. არანაირი დოკუმენტური დასაბუთება იმის, რომ უჩა მამაცაშვილი რამე კავშირშია ენერგეტიკაში არსებულ საკითხებთან და დენის იმპორტთან, არ გააჩნიათ და ეს ისევ და ისევ ემსახურება იმას, რომ სხვაზე ტალახის სროლით თავიანთი დამოუკიდებელი პოლიტიკური წონა შეიძინონ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის უღირსი საქციელი და თავად ამოისვრებიან ამავე ტალახში“, - განაცხადა მინისტრმა.

 

საქმე ეხება ელექტროენერგიის შესყიდვას აზერბაიჯანიდან და კომპანია „ელ-გრინს“. დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შეძენა კომპანია “ელ-გრინის“ მეშვებით ხდება, აღნიშნულ კომპანიას კი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სახელს უკავშირებს. როგორც გოგიჩაიშვილი აცხადებს, შესყიდვაში სისტემური კორუფციის ნიშნები ჩანს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ