22:12 03.09.2020
აშშ-ის კონგრესის ოთხმა წარმომადგენელმა "დამოუკიდებლობის დღე" მიულოცა მთიანი ყარაბაღის "პრეზიდენტს"

გია აბაშიძის პოსტი:

 

აშშ-ის კონგრესის 4-მა წარმომადგენელმა (3 დემოკრატი და 1 რესპი) ერთობლივი მისალოცი წერილით "დამოუკიდებლობის დღე" მიულოცეს მთიანი ყარაბაღის/არცახის "პრეზიდენტს". ნიშნავს ეს, რომ აშშ-მ აღიარა მთიანი ყარაბაღი? ცხადია, არა. ჩვენ შემთხვევაშიც ხომ სულ ვიმეორებ, რომ ცალკეული კონგრესმენის თუ ევროპარლამენტარის წერილი თუ 'ტვიტი' არ ნიშნავს ამა თუ იმ ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას. ასდის თუ არა ამას ლობიზმის სუნი? თავად განსაჯეთ... აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ხელმომწერი კონგრესმენი ადამ შიფი [დემოკრატი], წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარეა, რომელიც ტრამპის რუსეთთან კავშირებზე იმპიჩმენტის უშედეგო პროცესის ხელმძღვანელი იყო.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge