„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილე ფრანგი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. როგორც ცნობილია, 7-18 სექტემბერს გაიმართება სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც 2700-ზე მეტი ფრანგი, ქართველი, ამერიკელი, პოლონელი და ბრიტანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
„ეს მნიშვნელოვანი მრავალეროვნული სწავლება მიზნად ისახავს საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას. სწავლებაში მონაწილეობის მიღება ამ კონტინგენტის სახით, საჰაერო თავდაცვის სფეროში საფრანგეთის მიერ საქართველოს შესაძლებლობების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა,“- ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge