დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ცხინვალში პოლიტიკური კრიზისია - არ მუშაობს პარლამენტი, დათხოვნილია მთავრობა" 04.09.2020 12:57

პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე, ცხინვალში შექმნილ რთულ პოლიტიკურ სიტაცუასთან დაკავშირებით, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ცხინვალში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. როგორც იქაური წყაროები მატყობინებენ, დღეს იგეგმება პრეზიდენტ ბიბილოვის მომხრე პარტია „ერთიანი ოსეთის“ მიტინგი. თუმცა, ხალხის მოთხოვნები იგივე რჩება - გენპროკურორის და შს მინისტრის დაუყონებლივი გადადგომა. შს მინისტრი დროებით ჩამოცილებულია თანამდებობას.


თიბილოვი აშკარად დროის მოგებას ცდილობს და მომიტინგეებს ეუბნება, რომ 10 დღეში ამ საქმის ფიგურანტებზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება. სავარაუდოდ ეს დრო სჭირდება საკუთარი მომხრეების მობილიზებისათვის და მოსკოვთან კონსულტაციებისთვის.


ცხინვალში სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისია - არ მუშაობს პარლამენტი, დათხოვნილია მთავრობა", - წერს ანჯაფარიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ