პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ წერს:
"კარგია, რომ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება.
ახლა ძიებისთვის მთავარი გამოწვევაა სავარაუდო თვითმკვლელობის მოტივის დადგენა.
ოღონდ არა იმ მეთოდებით, რასაც ქვია ყვავი-ჩხიკვის ბებიას ტელეეთერებში პროწიალი.
ეს ეჭვებს კი არ აქრობს, არამედ, უფრო აძლიერებს.
რაც შეეხება წამლების შეძენას. ეს სერიოზული არგუმენტია, მაგრამ რჩება ვერსია, რომ ვინმე “ახლობელს” სცენარის მიხედვით და თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის ეთხოვა მისთვის წამლების ყიდვა და მისი “ახლობლისთვის” მიტანა ზუსტად იმ სოფელში, სადაც ის მოძრაობდა. კადრებში ჩანდა, რომ ის რაღაც ადგილს ეძებდა.
ეს შეთქმულების თეორიაა. თუმცა დასაშვები, სანამ საპირისპიროს არ დაამტკიცებს პროკურატურა." - წერს ხუხაშვილი.
ცნობისათვის, დღეს, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულებები გაასაჯაროვა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge