21:08 04.09.2020
„ნოვიჩოკის“ კვალი აღმოჩინეს ბოთლზე, რომელიც ალექსეი ნავალნის თან ჰქონდა თვითმფრინავში ყოფნისას

მიუნხენის ბუნდესვერის ფარმაკოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა ალექსეი ნავალნის სისხლში, შარდსა და კანზე „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდან მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოჩინეს, ასევე ბოთლზე, რომელიც თან ჰქონდა თვითმფრინავში ყოფნისას. ამის შესახებ გამოცემა „შპიგელი“ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს. ანალიზის შედეგები გაჟღერდა კანცლერ ანგელა მერკელთან, ვიცე კანცლერთან, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, ასევე, სხვა ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრაზე.

 

 

გამოცემის თანახმად, სპეციალისტების განცხადებით, შხამი ნამდვილად „ნოვიჩოკის“ ჯგუფს განეკუთვნება. „შპიგელის“ მიხედვით, ბოთლიდან, რომელიც ექიმებს ნავალნის ახლობლებმა გადასცეს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სვამდა მოწამვლის შემდეგ და სწორედ ამგვარად აღმოჩნდა შხამის კვალი ბოთლზე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge