დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"ირმა ინაშვილმა ორი კაცი გაგუდა" - ვალერი კვარაცხელია 05.09.2020 12:12

ვალერი კვარაცხელია, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, - ირმა ინაშვილის "რუსთავი 2" - ის ეთერში გამოსვლასთან დაკავშირებით წერს:

 

"საქართველოში ჟურნალისტიკა დასავლეთის "მეხუთე კოლონის" ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ამას პროპაგანდასაც ვერ დაარქმევ, ეს არის დეზინფორმაციის მონსტრი, სიბინძურის მფრქვეველი დანადგარი (гавномет), რომელიც ყველაფერს დაუნდობლად სვრის.


ერთი კაცი გამოჩნდა "რუსთავი 2" - ის ეთერში, ირაკლი იმნაიშვილი, რომელსაც, როგორც ამბობენ, "BBC"-ის სკოლა აქვს გავლილი. რამდენიმე საინტერესო დიალოგი მართლაც გამოუვიდა, მაგრამ გადაცემა, რომელიც დღეს, 2020 წლის 4 სექტემბერს გავიდა ეთერში (ინტერვიუ ირმა ინაშვილთან), ჟურნალისტის სრული კრახით დასრულდა.


კრახი იყო არა იმიტომ, რომ ჟურნალისტი მოუმზადებელი აღმოჩნდა, არამედ იმიტომ, რომ უსინდისოდ იქვეოდა და დაკვეთას ასრულებდა. მოუმზადებლობა გაცილებით ნაკლები ცოდვაა ჟურნალისტისთვის, ვიდრე დაკვეთის შესრულება. არა მცდელობა რესპონდენტის ნამდვილი სახისა და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ზრახვების წარმოჩენისა, არამედ დაუოკებელი სურვილი მისი გაშავებისა ნებისმიერი მეთოდით - ცილისწამებით, წონასწორობიდან გამოყვანით, არმოსმენით, გადაფარვით, გამუდმებული თავდასხმებით და ა.შ.


ჟურნალისტმა ყველა ხერხი სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ირმა ინაშვილის გაშიფვრის ნაცვლად საკუთარი თავი გაშიფრა.


ირმა ინაშვილი რამდენიმე დღის წინ, იმავე არხზე, გაცილებით დაბალი რანგის ჟურნალისტთან ერთად ვნახეთ (თუ არ ვცდები, გურამ როგავაა მისი სახელი და გვარი), რომელიც ისე სამარცხვინოდ იქცეოდა, რომ ჟურნალისტიკის ვერანაირ სტანდარტში ვერ თავსდებოდა. გაუთავებლად იმეორებდა, მე მწვავე შეკითხვებს ვსვამო. სინამდვილეში კი საკუთარი უზრდელობისა და უვიცობის დემონსტრირებას ახდენდა. თავისი უმწეობითა და საცოდაობით შემზარავი სანახავი და მოსასმენი იყო. გვარამია რომ გვარამიაა - ანტიგმირი, ყოველივე ადამიანურის საწინააღმდეგო მოვლენა, არამოქალაქე, არაქართველი, არაჟურნალისტი... ისიც კი ამ საცოდავ დღეზე გაჩენილ ვიღაცა როგავასთან შედარებით ციცერონი ჩანს, რადგან იგი იქ, იმ თავის უზრდელობასა და ცხოველობაში მაინც არის პირველი. ეს როგავა კი ნამდვილ ჟურნალისტიკაში რომ არ უქნია ღმერთს, საქართველოში დანერგილ ანტიჟურნალისტიკაშიც უბადრუკი და მაჩანჩალა გამოდგა...


დასავლეთის "მეხუთე კოლონის" წარმომადგენლები შემოდგომის იმ ბუზებს დაემსგავსნენ, გარდაუვალი აღსასრულის წინ მწარედ რომ იკბინებიან.


ირმა ინაშვილმა დღეს "BBC"-ის სკოლაგამოვლილი იმნაიშვილიც ისე დაგრიხა და დაჭმუჭნა, როგორც მაშინ ის საცოდავი როგავა. გადაცემის ბოლოს მათი ხროტინიც კი აღარ ისმოდა ეთერში.


ეტყობა, ორივე გაიგუდა..."
- წერს კვარაცხელია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ