დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

7 სექტემბერს, ვაზიანში, „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად გაიხსნება 06.09.2020 14:54

ხვალ, 7 სექტემბერს, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად გაიხსნება. უწყების ინფორმაცით, საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

 

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა გემით „Ocean Freedom“ ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა და ჩამოტვირთვის შემდეგ დროებით სენაკში, II ქვეით ბრიგადაში გადავიდა.

 

„მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020“ მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა ფოთის პორტიდან მთელი დღის განმავლობაში ეტაპობრივად გადაადგილდება სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე. მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სამხედრო ქვედანაყოფში შესვლამდე სამხედრო ტექნიკას დეკონტამინაცია უტარდება.6 და 8 სექტემბერს დილიდან კი, ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანებით „სტრაიკერი“ და „ჰამერი“, ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანებითა და არტილერიით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი სენაკიდან სწავლების თეატრში - ვაზიანში მარშირებით საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ