დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

რას ჰკითხავდნენ დღეს შოთა რუსთაველს ქართველი ტელეწამყვანები? 07.09.2020 11:47

ფეიბუქმომხმარებელი მარინა აბულაძე სოციალურ ქსელში  ირაკლი ბროკოლიშვილის პოსტს აზიარებს:

 

"რას ჰკითხავდნენ დღეს შოთა რუსთაველს ქართველი ტელეწამყვანები თავიანთ გადაცემებში:


მაია ასათიანი:
- ბატონო შოთა, მართლა გიყვარდათ თამარ მეფე? მოგვიყევით თქვენ სიყვარულზე.


ნანუკა ჟორჟოლიანი:
- შოთ, აი გულწრფელად მითხარი ეხა, აი როგორ არ დაგეზარა ამხელა რაღაცის დაწერა?


ნიკა გვარამია:
- იტყვით, რომ თამარ მეფე იყო კორუმპირებული და თურქ-სელჩუკები არიან ოკუპანტები? ჩვენ ამას მაინც გამოვიძიებთ!


იმედზე (ბოდიში, არ ვიცი მაგათი წამყვანები):
- ბატონო შოთა, რაიმე დადებითს ხომ ვერ გაიხსენებდით მეთორმეტე საუკუნიდან?


ინგა გრიგოლია:
- ბატონო შოთა, თქვენ გაავრცელეთ სკანდალური ინფორმაცია ნაზირ-ვეზირებთან დაკავშირებით. მოუყევით ექსკლუზიურად ტვ პირველის მაყურებელს რა მოხდა?


ბაჩო და გური:
- სუბლიმაციური ჩიჟი-პიჟის მარქსისტული ნეკნების კონტექსტში და პარადიგმების ჭიდილის პარალელურად, ლიბერტარიანული ფსიხოზის სიღრმეებიდან სამიჯნურო კონსერვატიზმის გმობა დღეს უფრო აქტუალურია თუ თქვენ დროს უფრო მეტად იყო? ამის ფონზე რა პასუხს გასცემდით მაშინ გვარამიას თუ შიში შეიქმს სიყვარულსა?


აქუბარდია:
- ნიჭიერი კაცი ხარ ჩემო შოთა, მაგრამ კაი რაა, არ შეიძლება კაცო ესე, მაშინ რძე მაინც გქონდათ კაცო ნატურალური და კი იყავით 2 მეტრიანები, გაიხედე ეხლა ქუჩაში, დავჩიავდით შოთა, დავჩიავდიით!
დანარჩენი დაამატეთ".

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ