დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"მარშალის გეგმის" რეცეპტი "ლელოურად" - წინასაარჩევნო კერძი" 07.09.2020 12:14

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"წინასაარჩევნო კერძის სასარგებლო რეცეპტი:

1. შემოდგით ნელ ცეცხლზე 1.5 კგ წვრილად დაჭრილი "ანაკლიის კონსორციუმი".
2. მოაყარეთ გემოვნებით ტრილიონების ინვესტიციები.
3. დაამატეთ "განათლება", "ინფორმაციული ტექნოლოგიები"
4. აცალეთ მოთუშვა 30 წუთი.
5. შემდეგ მიამატეთ "ახალგაზრდების დახმარება", "ფერმერების ხელშეწყობა"
6. გემოვნების მიხედვით დაამატეთ, 4-5 კოვზი უცხოური სიტყვებით.
7. აცადეთ ერთი საათი კერძს.
9. დაასხით ასევე "პუტინის მონები", "ჰესები არ უნდა აშენდეს"
10. მოურიეთ კარგად.
11. გამორთეთ ცეცხლი. 30 წუთის შედმეგ მიირთვით.

ეს არის "მარშალის გეგმის" რეცეპტი "ლელოურად"!"-წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ