დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

"ნაცები და ლელოები უტიფრობის კადრების ამბავში ერთმანეთს ეჯიბრებიან! "- დავით ზარდიაშვილი 07.09.2020 17:06

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ლელო, რომელიც ახალი პარტიაა ამ არჩევნებში, სულაც არ აჩვენებს რაიმე სიახლეს და ხალხისადმი მისი დამოკიდებულება, როგორც ამას ჩვეულნი ვართ, ასევე უტიფრომადე ქედმაღლურია! ოდნავ მაინც რომ პატივს სცემდნენ ქართველ ამომრჩეველს, ისეთი სისულელით, როგორიც ეს მათი „მარშალის გეგმაა“ „დაბოლებას“ არ აკადრებდნენ; მაგრამ რა ქნან? "ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო": მათი ჩვეულება კი ეს არის: ჰაერიდან, ანუ არაფრიდან - ხეირის პოვნა!


ჰაერიდან, „ფოკუსნიკობით“ შოვნის შესანიშნავი მაგალითია ის 17 მილიონიც, რომელიც გაასესხეს, იმავე დღეს უკან ისესხეს და მერე ჩამოწერეს. სამაგიეროდ, დიდი ხეირი ნახეს, რადგან თურმე ბანკის კაპიტალი და რაც მთავარია, თავიანთი წილი ამ კაპიტალში გაიზარდა. ანუ ჰაერიდან, არაფრიდან, შეიქმნა მათი დიდად გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა. ამას ეძახიან ისინი "ბიზნესმენურ ნიჭსა" და „ტიტანურ შრომას“; სწორედ ეს არის ხალხის მიმართ უტიფრობამდე ქედმაღლური დამოკიდებულება: როცა სხვამ, თუნდაც ჭკვიანმა და ნიჭიერმა, ლუკმა პური წელებზე ფეხის დადგმით უნდა იშოვოს, ხოლო შენ კი, რადგან სხვებს არ გავხარ და „წარმატებული“ „ფოკუსნიკი“ ხარ - გეკუთვნის და ჰაერიდან უნდა „გააძრო“ მილიარდები! არადა, ეს „ჭკუა“ და „ნიჭი“ კი არა, ტიპიური გაიძვერობაა და გაქნილობა. პატიოსან კაცს ეს თავშიც არ მოუვა. ისევე, როგორც თუნდაც „ანაკლიის პორტის“ აფიორა.


აქაც, აბა შევხედოთ, განა იგივე არ მოხდა? დიდი ფულის სუნი ჰაერიდან იყნოსეს და არიქა, მთელ ქვეყანას დაგამდიდრებთ, რუსეთსაც თავს დავაღწევთ და აყვავებულ ევროპა-ამერიკად გაქცევთ, ოღონდ ეს პორტი აგვაშენებინეთო! ასეთი "ვაშა-ურას" ძახილით მოიგეს ტენდერი და ვითომ დაიწყეს შენება. საქმე საქმეზე რომ მიდგა და დაპირებული მილიარდები გახდა საჭირო ამ მშენებლობის დასაფინანსებლად, ტენდერის პირობები სულაც "დაავიწყდათ" და ისევ სახელმწიფოს მიადგნენ - გვიშველე, თავდებში დაგვიდექი და ფულიც ჰაერიდან მოვაო! გაიძვერობაა და უტიფრობაც - როცა სახელმწიფოს თხოვ დიდძალი ფულის, რაც მართლა ჰაერიდან კი არ მოდის, არამედ - იმ 17 მილიონის სესხივით ვერ ჩამოიწერება და უთუოდ დასაბრუნებელია, გარანტორობას, მაშინ, როცა ერთი სერიოზული ინვესტორიც კი ვერ დაარწმუნე, თუნდაც ერთი დოლარით გაერისკა და ამ „წარმატებულ“ პროექტში ჩაედო!


ჰოდა, პოლიტიკაშიც ასე შემოვიდნენ - ჩვეულებისამებრ ჰაერიდან უნდათ ხეირის ნახვა და „ლელოს დადება“! ეს მათი "მარშალის გემაც" ისეთი "ვოზდუხია", რასაც, თუკი პარლამენტში გავლენ, ეგრევე ჩამოწერენ იმ სესხივით! ცხადია, ამას არც არავინ იკადრებდა, ლელოსა და... იგივე ნაცების გარდა!


ნაცები და ლელოები უტიფრობის კადრების ამბავში ერთმანეთს ეჯიბრებიან. „თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო“ პრინციპით. და ეგა ჰგონიათ წინასაარჩევნო კამპანია.


აგერ, „ევროსაქებმა“ - ჩვენაო, „კომპასი“ ვართო, გამოგვიცხადეს! ხოლო უგულავამ ისიც გვამცნო, ამ კომპასს გამოჰყევით და - „ხელისუფალი ბატონი აღარ იქნება, მსახური იქნებაო!“ ესეც ხომ უტიფრომაბდე მისული ქედმაღლობაა, როცა ამ ზღაპრებით გინდა შენს წარმოდგენაში მუდამ „უბირი“ ხალხის გაბრიყვება! არადა, „ბატონი აღარ იქნება, რადგან ჩვენა ვართ თქვენი ავანგარდიო“ (დღეს ევროსაქულ - „კომპასად“ წოდებული), გაიძვერობის ძველთაძველი ხრიკია, თქვე კეთილმოწყობილო ლიბერასტებო, თქვენა!


ბუნებრივია, ვინც გაბრიყვდება, მას ნაცებსა და ლელოს შორის ექნება გასაკეთებელი არჩევანი. თუმცა, ამით, ცხადია, „ოცნებას“ არა დააკლდება რა! პირიქით. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ, მაგალითად - გახარიას, არც არასდროს უკადრებია და არც იკადრებს, ვინმე "დააბოლოს" - აბა, ნახე, რა მაგარი "კომპასი" ვარ და ჰაერიდან როგორ ლელოებსა ვდებო! ამიტომაც არის - გახარია და "ოცნება", რომც რაიმე შეეშალოთ, მაინც ჩვენები არიან - ჩვენები! " - წერს ზარდიაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ