დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება 08.09.2020 11:05

 

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიას თბილისის დინამო არენაზე დაუპირისპირდება.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 7 სექტემბერს, ორივე გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიში გამართა. საქართველოს ეროვნული ნაკრების საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. უახლოესი მატჩისთვის ეროვნულ გუნდთან ერთად ემზადება ვაკო გვილია, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ესტონეთთან შეხვედრა გამოტოვა. ლეგიას ქართველი ლეგიონერი უკვე გამოჯანმრთელდა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის მოლოდინშია.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ