დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"რა უნდა მიხეილ სააკაშვილს?" - გიორგი ცუცქირიძე 08.09.2020 12:12

"როდესაც რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკშვილმა თავის ახალი ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მან საქართველოში დაბრუნებაზე ისაუბრა და მისი მართველობის დროს დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა, მოსალოდნელიც იყო, რომ ამ ყველაფერს გაგრძელება ექნებოდა", - წერს ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 



"გუშინ კი დაანონსდა მისი მორიგი მიმართვა უკვე საკუთარი ფბ გვერდის კედელზე, რომ დღეს აპირებს მისი ჩამოსვლის დეტალებზე საუბარს. ამასთან, დღესვე წინსწრებად უკვე გრიგოლ ვაშაძემ იგი ნაციონალური მოძრაობის და სტატუსისათვის ნაცმოძრაობის ფილიალად წოდებული ბლოკის "ძალა ერთობაშიას" სახელით პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.


ძნელი წარმოსადგენია, რომ არც თავად მას და არც მის გარემოცვას არ ესმოდეს, რომ დღევანდელი სტატუსით, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე მისი განცხადებები ანაქრონიზმად ჩანს, ამიტომ დღევანდელი მიმართვის მთელი დატვირთვაც ის არის, რომ სააკაშვილი უკვე მოგვმართავს ახალი სტატუსით- არა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე და ბრალდებული პირი, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, არამედ უკვე დასახელებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, თან არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, არამედ ფართო ოპოზიციური სტატუსით, ოქრიაშვილის აქ შეყვანაც ამ სცენარის ნაწილი იყო.


მე ამჯერად არ ვაპირებ წმინდა იურიდიულ კაზუისტიკაში შესვლას, მაგრამ მაინც რა უნდა მიხეილ სააკაშვილს? ადამიანს, რომელიც უკვე ორი კონსტიტუციური ვადით იყო ქვეყნის პრეზიდენტი და მისი მადრთველობისას წააგო რისი წაგებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. მან წააგო არჩევნებო 2012 წელს და რუსეთთან 5 დღიანი საომარი კონფლიქტის შემდეგ, ხელი მოაწერა კაპიტულანტურ ხელშეკრულებას, რამაც რუსეთს გაუადვილა ძირძველი ქართული ტერიტორიების აღიარება, ვგულისხმოვ მედვედევ-სარკოზის 8 პუნქტიანი შეთანხმების ე.წ მე-6 პუნქტის მოღებას საერთაშორისო სტატუსის განსაზღვრაზე, რაზეც ამასწინათ თავად სარკოზიმ დაწერა თავის მემუარებში.


რომელ მონანიებაზეა საუბარი, როდესაც თავის დროზე როგორც უმაღლესმა ხელისუფალმა და მთავარსარდალმა ხელყო კონსტიტუცია ანუ მის დროს დაირღვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა? სხვა მის მეტ-ნაკლებ ცოდვებზე, ავტორიტარული რეჟიმის შექმნაზე და ადამიანის და საკუთრების უფლებების უხეშ დარღვევებზე აღარ ვისაუბრობ.


აბა, მაშინ რა სურს ახლა სააკაშვილს ან რა დაბრუნების გეგმაზე უნდა გვესაუბროს? ქვეყნის აღმშენებლობა, ახალი საინვესტიციო ფანჯარის შექმნა, დაშვებული შეცდომების გამოსწორება თუ დემოკრატიის გაძლიერება? არც ერთი, არც მეორე და არც მესამე! მას სურს წარსულის ჩადენილი დანაშაულებების გადაფარვა, არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, რაც მას და მასთან ერთად ბევრსაც ადგილს სამართლიანად ერთ ადგილზე მიუჩენს, არამედ ახალი დიქტატურის დამყარებით! რისიც მას ყოველთვის ეშინოდა, რომ ქართველი ხალხი ამას არ აპატიებდა და არც აპატია!, მაგრამ ეძლევა ბოლო შანსი დესტაბილიზაციით და ქაოსით მღვრიე წყალში ახალი თევზის დასაჭერად, მხარდაჭერილი მედია პლათფორმის გამოყენებით, რევოლუციური სცენარის გასათამაშებლად.


დარწმუნებული ვარ, არც არეულობის სცენარი გამოუვა, არც არჩევნების დღეს დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა და ქართველი ხალხი მას და მთელ მის მხარდამჭერ დანაშაულებრივ პოლიტიკურ კლასტერს, ამჯერად უკვე საბოლოოდ გაისტუმრებს ისტორიის სანაგვეზე!" - წერს ცუცქირიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ