დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

მტკიცე კავშირი: აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი მეთხილეობის გამოცდილებას აერთიანებენ 09.09.2020 11:57

აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ „კასპიი“-ში («Каспий») 9 სექტემბერს გამოქვეყნდა სტატია „მტკიცე კავშირი: აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი მეთხილეობის გამოცდილებას აერთიანებენ“, რომელშიც გადმოცემულია ზუგდიდში თხილის („ფუნდუკის“) ფესტივალის ჩატარების ფაქტი და ამ ღონისძიებაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების (პრემიერისა და სოფლის მეურნების მინისტრის) გამოსვლები, ასევე მიმოხილულია დარგის პერსპექტივა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა (ავტორი - თამარა ხაირულინა).


პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია როგორც უშუალოდ ზუგდიდის თხილის ფესტივალიზე, ასევე თხილის მავნებლების (აზიური ფაროსანას) წინააღმდეგ მიმართულ ერთობლივ ბრძოლაზე, ურთიერთდახმარებაზე ამ სფეროში. ავტორი ესაუბრება ვაჰიდ მაგერამოვს, აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სპეციალისტს, რომლის თქმით, თხილი სამივე ქვეყნისათვის - აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოსათვის - მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. სწორედ ამიტომ 2019 წელს მათ შორის სამმხრივი დეკლარაცია გაფორმდა მეთხილეობაში (მეფუნდუკეობაში) სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რაც კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ ერთი დამადასტურებელი მოვლენაა.


წყარო: http://www.kaspiy.az/news.php?id=133201#.X1hIjxt7nIU

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ