დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"კეზერაშვილმა კორუფციული ბრალდებები, პოლიტიკურ და მედიის თითქოსდა კონტროლის ჭრილში გადაიტანა" 09.09.2020 16:16

პოლიტოლოგი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"როგორც მოსალოდნელი იყო ბატონი კეზერაშვილის მხრიდან, მის მიმართ გაჟღერებული კორუფციული ბრალდებები, პოლიტიკურ და მედიის თითქოსდა კონტროლის ჭრილში გადაიტანა.


ვის აინტერესებს თქვენი სარედაქციო პოლიტიკა? შეგიძლიათ დღე და ღამე ჯიბის ქურდობები და ხულიგნობა აშუქოთ, თუ გინდათ თავზე დაიმხვეთ ყველაფერი. თქვენი თავდაცვის მინისტრობით, ქვეყანა დაიმხვეთ, უფრო სწორად თავზე დაგვამხვეთ და მაგაზე უარესს ტელეეთერებიდან რა უნდა ქნათ?


ვერ გადაიტანთ. გუშინ განა რაიმე ახალი გაჟღერდა? ან როგორ უნდა გააფორმოთ სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობად, როცა არაფრის მქონე ჩინოვნიკები, მილიონერები და მილიარდელები გახდით?


გუშინ არენაში გახმოვანებულს, კიდევ ორ ფაქტს დავამატებ, რომელთა შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე მედიითაა გაჟღერებული და მასალები იმ პერიოდიდან პროკურატურაშია.


უკრაინული პასიური რადარის "კოლჩუგას" შეძენა 9 მლნ დოლარად იყო შესაძლებელი, 16,5 მლნ დოლარად, ანი 7,5 მილიონით ძვირ ფასად შეიძინეს. ერთი ბატარეა საზენიტო კომპლექსი "ოსა" უკრაინის მიერ მოწოდებულ კომერციულ წინადადებაში 6 მლნ დოლარად იყო შეფასებული, ხოლო ჩვენმა ქვეყანამ ომის წინ 9,5 მილიონ დოლარად, ანუ 3,5 მილიონი დოლარით ძვირად შეიძინეს. რამდენიმე ბატარეა იყიდეს და გაამრავლეთ 3,5 მილიონზე და მთელი ესბთანხები გადაიყვანეთ ლარებში, თუნდაც მაშინდელი კურსით.


ქვეყანაში უტიფრობის აღლუმია. რაღაც მცირე ჯგუფი ამუნათებს მთელ ქვეყანას. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები გმირობად ინათლება და ვინც შეეხება, მტრებად აცხადებენ.


ამიტომ მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, საზოგადოებას, რათა ახლიდან იქნას გამოძიებული მაშინდელი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს და ჯარის ომისათვის მომზადება (ომის დაწყებაში არავის აერიოს, ომისთვის ყველა ემზადება) და როგორ ვაწარმოეთ სამხედრო მოქმედებები.


იმედია მომავალი პარლამენტი მაინც დაუბრუნდება ამ საკითხს. ექს-თავდაცვის მინისტრმა კი შეეშვას ტელევიზიის და ჟურნალისტების ფარად გამოყენებას და ახსნას გუშინ გაჟღერებული ბრალდებები, საკუთარი ქონების წარმომავლობა,"- წერს სალუქვაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ