დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"ასე იცის საკუთარი ხელით მოქსოვილ ბადეში თავის გაყოფამ და პრემიერობანას თამაშმა" - გიორგი ცუცქურიძე 10.09.2020 12:09

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომ რეალობას არის მოკლებული იქიდანაც ჩანს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ერთმანეთში პრემიერის კანდიდატურა ვერ გაუყვიათ. ახლა ეს საკითხი იმდენად გახადეს აქტუალური, განსაკუთრებით ნაციონალებმა და მათმა ყოფილმა თუ მოქმედმა იდეოლოგიურმა ქვეგანაყოფებმა, ევსაქების თუ ჯუნიორ ვაშაძის სახით, ჩნდება იჭვი, თავის დროზე და ამ ფლანგის წამყვანი იდეური ფლანგის ნაციონალური მოძრაობის მიერ მასებზე ზემოქმედების მოდელირებულ ქრონიკაში ახლა თავად ხომ არ აღმოჩნდენ გადავარდნილი.


რომელ პრემიერზე ვერ თანხმდებიან, ან რა კოალიციურ მთავრობაზე აქვთ საკუთარ მედიაში ერთი ამბავი ატეხილი, როდესაც ყველა შიდა თუ დაკვეთილი სოციოლოგიური კვლევებით, ქართული ოცნება ისეთი ჰანდიკაპით მიდის არჩევნებზე, არა თუ თავად უნდა ფიქრობდეს კოალიციურ მთავრობაზე, არამედ ამ არჩევნებსაც მნიშვნელივანი უპირატესობით იგებს.


ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალუთია ცნობილი ბრიტანული კომპანია Survation ის მიერ,"რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ბოლო კვლევაც, რომლის თანახმად პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ამომრჩეველთა წინასაარჩევნო განწყობის მიხედვით, "ქართული ოცნება" 55.7% ით არა თუ იგებს არჩევნებს და ყოველგვარი კოალიციის საჭიროების გარეშე აყალიბებს მთავრობას, არამედ ორჯერ უსწრებს პრემიერ მინისტრობას შეჭიდებულ სამივე ძირითად კონკურენტს, ენმ -ს (16.2%), "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს" - 6.0%, "ევროპული საქართველოს" - 5.6%, დაჯამებულ რეიტინგსაც კი! აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით "ოცნებას" 3 პროცენტით გაეზარდა რეიტინგი, ენმ-ს კი დააკლდა.


მართალია, ეს კვლევა ნაციონალების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პრემიერ - მინისტრობის კანდიდატად წარდგენამდეა ჩატარებული, მაგრამ თუ მასთან დაკავშირებულ დაპირისპირების ახალ ტალღას გავითვალისწინებთ, რაც ურთიერთ ბრალდებების და ლამის ლანძღვა-გინების ფონზე მიმდინარეობს, "ქართული ოცნების" შანსები კი არ მცირდება კიდევ უფრო იზრდება.


ასე იცის საკუთარი ხელით მოქსოვილ ბადეში თავის გაყოფამ და პრემიერობანას თამაშმა. დანარჩენს ოქტომბრის ბოლოს ვნახავთ!


"ვინც არ ჰგავდეს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად," - წერს ცუცქირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ