დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„გარნისის ტაძარში სომხურ-ქართული ისტორია „გაცოცხლდება“ 10.09.2020 12:52

სომხურ გამოცემა „ლრაგირ“-ში Lragir») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გარნისის ტაძარში სომხურ-ქართული ისტორია „გაცოცხლდება“, რომელიც სომეხი და ქართველი ხალხების ისტორიულ კავშირებს ეხება.


„რა კავშირებს ერთმანეთთან ქართველ და სომეხ მეფეებს - რადამისტს და ტრდატს, აგრეთვე გარნისის ტაძარს და გერმანელი კომპოზიტორის ჰენდელის ოპერას? უპირველეს ყოვლისა ისტორია, ისტორიული ფაქტები, რომელიც იტალიელი ისტორიკოსის ტაციტუსის მიერ არის მოხსენიებული მე-12 საუკუნის ცნობილ „ანალებში“ და რომელიც გერმანელმა კომპოზიტორმა გეორგ ჰენდელმა თავისი ოპერის „რადამისტის“ ლიბრეტოს დასაწერად გამოიყენა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.


„ჰენდელის ოპერის სიუჟეტი ასეთია: დაახლოებით 53 წელს ჩვენი წელთაღიცხვით, სომხეთში გარნისის ტაძარში ნახვისას სომხეთის მეფე ტრდატი იბერიელი უფლისწულის რადამისტის ცოლს ზინობიას შეიყვარებს (რომელიც ასევე სომეხი მეფის მითრიდატეს ასული იყო) და სურს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ცოლად დაისვას, ამიტომ ცდილობს რადამისტის მამის - იბერიელი მეფის ფარსმანის მიწები დაიპყროს... თავის მხრივ, ტრდატის ცოლს პოლისენას პონტიელი სომეხი პრინცი ტიგრანი ჰყვარობს.. მოკლედ, დრამატული სიუჟეტის მიუხედავად, გეორგ ჰენდელის ოპერა ბედნიერად სრულდება.


სწორედ ამ ოპერის გაცოცხლება სურთ დღეს სომეხ, ქართველ და რუს კულტურის მოღვაწეებს: „რადამისტს“ მიმდინარე წელს 300 წელი შეუსრულდა, ხოლო 2021 წელს ის გარნისის წარმართულ ტაძარში დაიდგმება. ამ დღეებში მოსამზადებელი სამუსაოები დაიწყო, რომელშიც სომეხი დრიჟორი ჯორჯ პახლევანიანი, ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა, ქარტული კამერული ორკესტრის დირიჟორი გიორგი კერელაშვილი და რუსეთის წარმომადგენლები - ანდრეი კრიჩევსკი და სერგეი მატვეევი მონაწილეობდნენ.


„ჩვენ გვინდა, რომ ოპერა „რადამისტის“ დადგმა დიდი კულტურული მოვლენა იყოს“, - აცხადებს გაგიკ მინასიანი, ერევნის სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორი. მისი თქმით, პროექტის რეალიზება კორონავირუსის პანდემიამ გარკვეულწილად დააბრკოლა, მაგრამ საბოლოოდ ხელს მაინც ვერ შეუშლის“.


წყარო: https://www.lragir.am/ru/2020/09/09/182793/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ