დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"ბიძინა ივანიშვილის ბრალია, მაგდენს რომ ლაპარაკობს და მხოლოდ ორი საქმე დაუმტკიცეს" 10.09.2020 15:57

ექსპერტი ამირან  სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"48 მილიონის ოფიციალურმა მფლანგველმა ბიძინა ივანიშვილზე საბჭოთა და რუსული მენტალობისააო, გუშინ ბრძანა.


ხომაა ჩვენი ბრალი, როცა პირი, რომელმაც ჯერ სასამართლო პროცესზე აღიარა 48 მილიონის ფლანგვა, შემდეგ პრეზიდენტის მიერ შეწყალებისას, დღეს თავს ევროპელობაზე დევს და ისევ პარლამენტისკენ მიიწევს და ისევ გადამხდელების ხარჯზე აპირებს ცხოვრებას იმუნიტეტის ქვეშ?


48 მილიონის ფლანგვის კი არა, ევროპაში პლაგიატის გამო დატოვეს პოსტები მინისტრებმა და პრეზიდენტებმა. სამაგიეროდ "ევროპული" გვიათ და პროევროპულობას გვეფიცებით.


კი, ბიძინა ივანიშვილის ბრალი არის, მაგდენს რომ ლაპარაკობს და მხოლოდ ორი საქმე რომ დაუმტკიცეს, რომ არავინ იძიებს რა შემოსავლებით ცხოვრობს ციხიდან გამოსვლის შემდეგ დედაქალაქის, ასევე სახელმწიფო, განსაკუთრებით თავდაცვის ბიუჯეტის ყოფილი მფლანგველები.


თითო სკოლა ან ბაგა-ბაღი მაინც ააშენეთ, არ მოგაკლდებათ...


საბჭოთა კი არა, მაფიოზური მენტალობის ხართ.


თვალებს იბნელებენ თქვენი მომხრეები, ფან-კლუბები და ის მედია საშუალებები, რომლებიც დღე და ღამე ტრიბუნას გაძლევენ," - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ