16:55 10.09.2020
არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტებს მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტებს მიმართავს, მხარი დაუჭირონ საპარლამენტო არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის მონაწილეობას.

 

„მსურს, კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის მონაწილეობის მხარდაჭერა. დაგეგმილ არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ჩართულობა იქნებოდა საქართველოსადმი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, ევროკავშირ-საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობების ხაზგასმა და ევროპული ინტეგრაციის და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე საქართველოს წახალისება“,- ნათქვამია ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში.

 

არჩილ თალაკვაძე დევიდ სასოლისა და რიკ დაემსისადმი გაზავნილ მიმართვაში საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობას.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსში გაიწერა სპეციალური პრევენციული მექანიზმები იმ მიზნით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეძლონ საარჩევნო მონიტორინგის უსაფრთხოდ განხორციელება.

 

 

„მსოფლიოსთან ერთად, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს რათა გაუმკლავდეს კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეულ პანდემიას. მთავრობის, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების და წინა ხაზზე მყოფი სხვა პროფესიონალების ძალისხმევა, აგრეთვე, მიზანმიმართული და კოორდინირებული შემზღუდავი ღონისძიებები მიმდინარე პანდემიის წინააღმდეგ ეფექტური პასუხი იყო კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ - საქართველომ შეაკავა ვირუსის პირველი ტალღა და მართავს სიტუაციას.

 

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსურს, კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის მონაწილეობის მხარდაჭერა. დაგეგმილ არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ჩართულობა იქნებოდა საქართველოსადმი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, ევროკავშირ-საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობების ხაზგასმა და ევროპული ინტეგრაციის და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე საქართველოს წახალისება“,- ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მიმართვაში.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge