23:15 10.09.2020
„ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ“ - ტიუდორების არქივის უნიკალური მასალები

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

 

ძვირფასო მეგობრებო დღეს გამოვიდა ჩვენი ორწლიანი შრომის შედეგი: 400 გვერდიანი კრებული „ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ“ (ტიუდორების არქივი და XVI-XIX საუკუნეების ინგლისურენოვანი ბეჭდური გამოცემები). სამეცნიერო კვლევა დაფინანსდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კრებული შეიცავს შემდეგ თავებს: 1. ტიუდორების არქივში დაცული ცნობები საქართველოს შესახებ, 2. ცნობები ქეთევან წამებულის შესახებ, 3.ცნობები საქართველოს შესახებ XVII-XVIII საუკუნეების ინგლისურ გამოცემებში 4. ცნობები საქართველოს შესახებ XIX საუკუნის ინგლისურ გამოცემებსა და პრესაში, 5. ყირიმის ომი და ცნობები საქართველოს შესახებ, 6. ბრიტანული პერიოდიკა დადიანების საგვარეულოს შესახებ, 7. ბრიტანელების მიერ დანახული საქართველო რუსეთ-თურქეთის ომში, 8. ლაზური თემა ბრიტანულ პერიოდიკაში, 9. ბრიტანული პერიოდიკა ნიკო დადიანის შესახებ. ჩემთან ერთად წიგნის გამოცემა მინდა მივულოცო მთელ შემოქმედებით კოლექტივს: კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და კომენტარები დაურთო გიორგი კალანდიამ. ტექსტები თარგმნეს: გიორგი კალანდიამ, ნინო ნოზაძემ Nino Nozadze, მერი ხარაიშვილმა, თორნიკე კოპლატაძემ Tornike Koplatadze . ტექსტზე იმუშავეს თაკო თოლორდავამ Tako Tolordava, სოფო კვარაცხელიამ, ირინე საგანელიძემ Irine Saganelidze, მაია გურაბანიძემ maia gurabanidze, ნუცი კაჭახიძემ Nu Tsì. დიზაინი და მხატვრული კონცეფცია ირაკლი ზამბახიძე Irakli Zambaxidze. წიგნის სამეცნიერო კონსულტანტები იყვნენ ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის და ოქსფორდის ბოდლეანის ბიბლიოთეკის თანამშრომლები. კრებულში შესული წყაროების აბსოლუტური უმრავლესობა პირველად ითარგმნა ქართულად და შემოვიდა სამეცნიერო მიმოქცევაში, იგივე ითქმის 200 მდე უნიკალურ ილუსტრაციაზე. წიგნი ხელმისაწვდობია ხელოვნების სასახლის წიგნის მაღაზიაში ხვალიდან.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge