დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„საქართველოში არსებული პოლიტიკური კულტურა მისი დასავლური ამბიციებისათვის ავთვისებიან სიმსივნეს წარმოადგენს" 11.09.2020 12:01

 

ბელგიის ყოველდღიურ გაზეთ «New Europe»-ში (გამოდის ბრიუსელში) 11 სექტემბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საქართველოში არსებული პოლიტიკური კულტურა მისი დასავლური ამბიციებისათვის ავთვისებიან სიმსივნეს წარმოადგენს“ (ავტორი - ტიმოთი ოგდენი, ჟურნალისტ-ფრილანსერი), რომელშიც გაანალიზებულია ქართული საზოგადოების, ქართული პოლიტიკის შუქ-ჩრდილები. ავტორი საკმაოდ კრიტიკულია თავის შეფასებებში და ამხელს იმ ნეგატიურ ტენდენციებს, რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხდება.


გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს.


ავტორი თბილისში ცხოვრობს, სიტუაციას აკვირდება და შეწუხებულია საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარებით. იგი მდგომარეობის უკეთ გადმოცემის მიზნით გარკვეულ სპორტულ ანალოგებს აკეთებს.


„საქართველოს წარმატებები რეგბში, ჭიდაობა ძიუდოში და სპორტის სხვა სახეობებში სრულიადაც არ ნიშნავს მეტაფორას  ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისათვის. მაგალითად, კრივში ავთანდილ ხურციძე ძალიან ძლიერია, მან ისეთ წარმატებას მიაღწია, რომელიც არცერთ ქართველ მოკრივეს არ ღირსებია... მაგრამ საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში მან თავი ვერ შეიკავა, არ დაუფიქრდა ნაბიჯებს, ცუდ საქმეებში გაეხვია, დაიჭირეს და ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს. ავთანდილ ხურციძესთან დაკავშირებული ისტორია ტიპიურია ქართული პოლიტიკისათვის, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს [ქართველთა] ის უნარი, რომლის მიხედვით მათი ტრიუმფი კატასტროფად იქცევა ხოლმე“, - წერს ავტორი და იქვე იხსენებს: „2012 წლის დემოკრატიული არჩევნების შემდეგ ამნისტია განხორციელდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საპყრობილეებიდან „პოლიტიკურ პატიმრებთან“ ერთად უამრავი ჩვეულებრივი ბანდიტიც გამოუშვეს“.


კიდევ ერთი მომენტი: პარლამენტში არჩეული პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, „განდეგილი მილიარდერი“, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, მალე საკმაოდ დაიღალა საზოგადოების ყურადღებით და თავისი პოსტი დატოვა, მაგრამ ისე, რომ არც თვითონ და არც მის პარტიას არ დაუმალავს ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წევრებს ისევ ძაფებით ათამაშებს.


ამ მხრივ ვერც ოპოზიცია ვერ ავლენს რაიმე პოლიტიკურ ინტელექტს: მათი რიგები ძირითადად იმ ადამიანებს ვხედავთ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს მიხეილ სააკაშვილს „ვარდების რევოლუციის“ მოხდენაში. გამოკითხვების შედეგებით, რომლებიც ახალახან გამოქყვეყნდა, ირკვევა, რომ მათი შანსები, მმართველ პარტიასთან შედარებით, პარლამენტის არჩევნებში წარმატებისათვის მაინცდამაინც მაღალი არ არის. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მოსახლეობას მთავრობა უყვარს, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიცია ისეთ ადამიანების კანდიდატურებს აყენებს, რომელთა ცქერით საზოგადოება საშინლად დაიღალა. ეს იგივეა, ვთქვათ, დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ რომ დაუწყოს ბრიტანელებს დარწმუნება, - ტონი ბლერი, გორდონ ბრაუნი და პიტერ მენდელსონს კიდევ ერთი შანსი უნდა მივცეთო, ან ვთქვათ, ფრანგებმა რომ ჟაკ შირაკი გააცოცხლონ და ხელისუფლებაში მოიყვანონ.


შოკირებული ვარ იმ ფაქტით, რომ ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ პარტიას აზრად მოუვიდა იდეა იმ ადამიანის პოლიტიკაში დასაბრუნებლად, რომელსაც რვა წლის წინათ დაშვებული შეცდომებისა და ჩადენილი დანაშაულებების გამო დღეს ხშირად აკრიტიკებენ. ეს პიროვნება მიხეილ სააკაშვილია, რომელიც 2013 წელს ქვეყნიდან გაიქცა - ვაითუ დამიჭირონო...


ექს-პრეზიდენტს საქართველოში ან აღმერთებენ, ან სძულთ. ამასთან დარწმუნებული ვარ, რომ მისი მხარდამჭერები უფრო ცუდად იქცევიან, ვიდრე მოწინააღმდეგეები. მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ერთადერთ მათ რჩეულს შეუძლია ქვეყანაში დასავლური დემოკრატიის დამყარება... საქართველოში ხშირად ხდება, რომ პოლიტიკური მოღვაწის მხარდაჭერა თითქმის კერპთაყვანისმცემლობაში გადადის.


წყარო: https://www.neweurope.eu/article/georgias-existing-political-culture-is-a-terminal-cancer-on-its-western-ambitions/

 

/მოამზადა სიმონ კილაძემ/

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ