დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"ეს ოცეული ნებაყოფლობით ყოფს თავს უღელში, მათთვის მოზომილი მომცრო ბოსტნების სანაცვლოდ" - გია ხუხაშვილი 11.09.2020 12:26

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ფაქტს ეხმაურება:

 

"ივანიშვილის მმართველობითი ბიზნეს-მოდელით, ჩვენ ახლა ხელისუფლებას კი არ ვირჩევთ, ვყიდულობთ მისი ძალაუფლების უზრუნველყოფის ინსტრუმენტს, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან და ემსახურება მისივე პირადი კეთილდღეობის და უსაფრთოების უზრუნველყოფის ამოცანას, მისივე წარმოდგენების და ხუშტურების შესაბამისად.
შესაბამისად, არანაირი აზრი არა აქვს კონკრეტული სიის განხილვას.


ყველაზე დრამატული ის გახლავთ, რომ ამ ოცეულმა ეს მშვენივრად იცის და ნებაყოფლობით ყოფენ თავს უღელში, მათთვის მოზომილი მომცრო ბოსტნების სანაცვლოდ," - წერს ხუხაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ