დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ქვეყანას არჩევნების შემდეგ სტაბილური მთავრობა ეყოლება" 11.09.2020 13:44

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი  სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" სიის პირველი ოცეულის დასახელებას ეხმაურება:


"ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა საარჩევნო პროპორციული სიის პირველი ოცეული და დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

 

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პრემიერი ისევ გიორგი გახარია იქნება, რომელმაც კრიზისის პირობებში გამოავლინა კარგი კრიზის-მენეჯერის თვისებები.

 

ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ქვეყანას ეყოლება სტაბილური მთავრობა არჩევნების შემდეგ, რაც ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს.

 

პირველ ოცეულში არიან ძველი სახეებიც და დეპუტატობის ახალი კანდიდატებიც, ის ხალხი, ვინც თავიანთ სფეროში წარმატებებს მიაღწია.

 

საინტერესოა, როგორი იქნება მეორე ოცეული, მესამე ოცეული და მეოთხე ოცეულიც კი, იქიდან გამომდინარე, რომ მეოთხე ოცეულის გაყვანის რეალური შანსები აქვს "ოცნებას", ჩემი აზრით. ამას დაემატებიან მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულებიც.

 

ასე, რომ საინტერესოა დარჩენილი სია როგორი იქნება!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ