დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ჩვენ დავიბადეთ იმიტომ, რომ სხვისი სიცოცხლისთვისაც მნიშვნელოვანნი ვიყოთ" - გოგა ჩანადირი 11.09.2020 14:00

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"დაბადების დღის მადლიერება - ასე დავარქვი ჩემს იდეას, რაც საკუთარ დაბადების დღეებზე სხვების შეწევნას გულისხმობს.

წავედი იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკაში და სისხლი ჩავაბარე, რომელიც აუცილებლად მოხმარდება რომელიმე ავადმყოფს.


ჩემი დაბადების დღისთვის ეს მცირედი შემოწირულობა იყო, მაგრამ დიდი გახდება, თუ ადამიანები ჩანაფიქრს აიტცებენ და უანგარო დონორები გახდებიან წელიწადში ერთხელ მაინც, საკუთარ დაბადების დღეზე.


ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ ასევე იმიტომაც გავნდით, რომ სხვებს გამოვადგეთ.


ჩვენ დავიბადეთ იმიტომ, რომ სხვისი სიცოცხლისთვისაც მნიშვნელოვანნი ვიყოთ.


ჩვენი სისხლი სხვას სიცოცხლეს აჩუქებს," - წერს ჩანადირი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ