ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ვირუსული პანდემიის "მეორე ტალღის" ზეგავლენა თუ ეკონომიკა ისევ ჩაიკეტა უმძიმესი იქნება.
სამწუხაროდ ბოლო დღეებია კოვიდ ვირუსის დადასტურებული შემთხვევები მზარდი ზრდის ხასიათს ატარებს, ხოლო დღეს სულაც სარეკორდო 87 რაოდენობა დაფიქსირდა და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, როგორც ადამიანების ჯანმრთელიბაზე, ისე მთლიანად ეკონომიკაზე მძიმედ აისახება.
აპრილ-მაისში ორციფრიანი ვარდნის შემდეგ, დღეს საქართველოს ეკონომიკა ივნისს-აგვისტოს მონაცემებით იმაზე სწრაფადაც კი ჯანსაღდება ვიდრე საპროგნოზო შეფასებები იყო, ხოლო მიმდინარე წლის საპროგნოზო 4.5-5 % შემცირების შემდეგ, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც საშუალო წლიური ვარდნის 8 %-იანი პროგნოზია.
ამასთან, ეკონომიკა უკვე მომავალი წლიდან სხვადასხვა, მათ შორის სსფ-ის შეფასებებით 4.5 % -იან ზრდაზე გავა, კრიზისამდე პერიოდს კი დაუბრუნდება 2022 წელს, ეკონოიმიკაში ცნობილი V ფორმის ტოლფასია, რაც ვიზუალურად ასახავს რაც რეცესიაში სწრაფი შესვლის და ასევე სწრაფი სწრაფი გამოსვლის ხასიათს.
მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ კოვიდ პანდემიის „მეორე ტალღის“ ზეგავლენა მაღალი იქნება, ამ კრიზისულ ტალღას მოყვება საკარანტინო ზონების ახლიდან გამოცხადება და შესაბამისად, ეკონომიკის ნაწილის ახლიდან გაჩერება, ხოლო ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი გაცილებით არასასურველი განვითარების სცენარებისაკენ გადაიხრება.
ჩვენთვის ასეთი განვითარების სცენარი, ეკონომიკის გრძელვადიან რეცესიაში გადასვლის სცენარი შეიძლება იყოს, მათ შორის L- ფორმის რეცესია, რაც ვიზუალური ფორმითაც, არის ყველაზე არასასურველი განვითარების სცენარი, რადგან ეკონომიკის აღდგენის პერიოდი გადაიწევს სულ მცირე 2023-2025 წლამდეც კი.
შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლების კონპენსირება ისევ საგარეო ვალის ზრდის ხარჯზე მოგვიწევს, ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება 8-9 %, ხოლო სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან უკეთეს შემთხვევაში 65 % -მდე გაიზრდება.
"მეორე ტალღის" ზეგავლენა ეკონომიკაზე თავის ნეგატიურ ასახვას არა მომავალი წლის დასაწყისიდან, არამედ უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის მოახდენს, მით უმეტეს გლობალური ეკონომიკის მიმდინარე წლის პროგნოზები ნამდვილად არ არის სახარბიელო, რაც ინვესტიციების 40 %-იან კლებაში, ხოლო გლობალური ეკონომიკის 13 % ვარდნაშიც კი შეიძლება აისახოს.
მომავლისადმი გაუკვევლობა თავის დაღს ასვამს გლობალურ ბაზრებს, აშშ-ის მოახლოებული არჩევნებიც თავისთავად, რომელიც ნეო ლიბერალური იდეოლოგიის კონსერვატიულთან გლობალური დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრია.
რაც მთავარია, ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისევ არ მოგვიწიოს ეკონომიკის ჩაკეტვა, რადგან მაშინ პანდემიის პირველი ტალღისაგან განსხვავებით, საწარმოების ნაწილის არა თუ დროებით გაჩერება, არამედ გაკოტრება მოხდება და ვერანაირი ეკონომიკის სტიმულირების ეფექტი ვეღარ იმუშავებს.
ამას ავტომატურად მოყვება მაღალი უმუშევრობა, შრომის ბაზრის კრიზისი, რომლის აღდგენასაც წლები დასჭირდება, რაც ცხოვრების დონის მკვეთრი ვარდნით განვითარდება. მაკროეკონომიკური სტაბილურობა სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება, სავალუტო რეზერვები დავა კრიტიკულ დონეზე, რასაც დიდი ალბათობით საბანკო ლიკვიდობის კრიზისი მოყვება ყველა თავისი ნეგატიური შედეგით.
აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილება გაამკაცროს კონტროლი, რათა არ მოხდეს ვირუსის უკონტროლო გავრცელება და შეზღუდოს ყველა მაღალრისკიანი მიმართულება, ასევე ლოკაციები, რაც არის მასობრივი თავშეყრის ადგილი, მაქსიმალურად შეზღუდოს, არის მთლიანად გამართლებული. ამ თემაზე სპეკულაციები, პირველ რიგში პოლიტიკური კი სახიფათო და მიუღებელია. მით უმეტეს, საარჩევნო დღის წესრიგზე ის არ აისახება. ვირუსი არ არჩევს ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით და არც საწარმოებს, თუ ვის ეკუთვნის.
ამის კარგი გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს, მთავრობის ანტიკრისული მენეჯმენტი ყველა საერთაშორისო შეფასებითაც საკმაოდ ეფექტური იყო და იმედია, ეს გამოცდილება მეორე ტალღის დაძლევაშიც გამოგვადგება,"- წერს ის.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge