დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გაიზრდება თუ შემცირდება საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს? 11.09.2020 17:05

“ბოლო ორი თვის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკის კლება, ერთნიშნა მაჩვენებლამდე დავიდა, რაც ხელისუფლების შეფასებით, პოზიტიური ნიშანია და ეკონომიკა ჯანსაღდება. პარალელურად მთავრობა 2021 წელს ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მეორე ტალღა ძალებს იკრებს და მის კვალდაკვალ, კერძო ბიზნესის მიმართ რეგულაციებიც იზრდება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გაიზრდება თუ კიდევ შემცირდება? - ეკონომიკა 2021 წელს სასწორზე იდგება

 

"ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე სწორედ ამ მონაცემებს ასახელებს და ფიქრობს, რომ გაისად მშპ-ს ზრდას ხელს ვერაფერი შეუშლის. წლევანდელი ფიასკოს შემდეგ, ეს შეიძლება სრულიად მიღწევადი იყოს. ექსპერტები კი უფრო დიდ რიცხვებზეც საუბრობენ, თუმცა ამის "მიზეზი" სწორედ ამჟამინდელი ჩავარდნა იქნება და არა ეკონომიკის საბოლოო გამოცოცხლება. აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის აზრით, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა, შესაძლოა, ორნიშნა მაჩვენებლებშიც კი გამოიხატოს, რადგან შესადარებელი პერიოდი პანდემიურ თვეებზე მოდის, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"რა თქმა უნდა, თუკი შესადარის პეროდად პანდემიამდელ დროს ავიღებთ, ვერანაირ მატებაზე საუბარი ვერ იქნება, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მაგრამ თუ წლევანდელ თვეებთან იქნება შედარება (როცა კორონავირუსი მძვინვარებდა და ეკონომიკა სრულ რეცესიაში იყო), მაშინ რასაკვირველია მატება გვექნება. აუცილებლად უნდა ითქვას, ისიც, რომ ყველა პროგნოზი კეთდება იმ გათვლით, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან იარსებებს ვაქცინა, წინააღდეგ შემთხვევაში, არ შეიძლება რამე ლოგიკიური გაანგარიშება მოხდეს. დღეს ქვეყნა მეორე ტალღის მოლოდინშია, უკვე ძალიან მცირე რესურსია დარჩენილი ნასესხები ფულიდან, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ვხარჯავდით. ამიტომ უნდა ველოდოთ რთულ პროცესებს ამ მხრივაც”, - აღნიშნა "რეზონანსთან" აკადემიკოსმა. მცირედით თუმცა, უფრო ნაკლებია კერძო ანალიტიკური კომპანიის პროგნოზი. „თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს ეკონომიკის 4.5%-ის ფარგლებში ზრდა არის მოსალოდნელი, - განაგრძობს გამოცემა.

 

"არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. ეკონომიკის დოქტორი, რატი აბულაძე 2021 წელსაც ეკონომიკური ზრდის ტემპის მნიშვნელოვან შემცირებას პროგნოზირებს, დღეს, ეკონომიკური ცხოვრების გრაფიკს ადგენს არა ეკონომიკური პოლიტიკა, არამედ ვირუსი. მსოფლიოც და საქართველოც ეკონომიკურ კრიზისშია. სამწუხაროდ, ქვეყანაში გაჩნდა ინფექციის მეორე ტალღის დაწყების ნიშნები. ეს, რა თქმა უნდა, დააზარალებს მოქალაქეებს, ბიზნეს, ბაზარს და მთლიანად ქვეყანას. გაზრდის კომპანიების გაკოტრების რისკს, შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობას, შეზღუდავს ინვესტიციებს, შეაჩერებს ეკონომიკის აღდგენის მოსალოდნელ ტემპს. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენაზე უარყოფით გავლენას იქონიებს შეზღუდვები, სახელმწიფო ხარჯების ზრდა , პროექტების დაფინანსების გადავადება, რესურსდაცლილი და ვალების მქონე კომპანიების რაოდენობის ზრდა, მსხვილი კომპანიების მიერ ახალი პროექტების გადაფასება, გაურკვევლობის მოლოდინი და მღელვარება. ეპიდემიოლოგიური რისკის შემცირების მიზნით, მთავრობის შეზღუდვების ფონზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულები. რაც გულისხმობს უმუშევრობის ზრდას, რაც თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად გაზრდის სიღარიბეს. ისედაც დაუცველი შრომის ბაზარი იქცევა „მყიდველის ბაზრად“, დაბალი შემოსავლებითა და სამუშაოს მაძიებლებით”, - დასძენს გამოცემა.

 

"მართალია, მთავრობა ეკონომიკაში ფული ჩაშვებას ახდენს, თუმცა ეკონომიკური მოედანი ასაფრენ ზოლად მაინც ვერ აქცია, პირიქით, მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება ფასებისა და ცხოვრების ხარჯის მატება. არასახარბიელოა გლობალური ეკონომიკური გარემოს მომავალიც. კორონავირუსის დაავადების კონკრეტული ვაქცინის არარსებობის გამო, 2020 წელს გლობალური ეკონომიკის ზიანი 7.5%-11%-ის ფარგლებში იქნება . 40%-ით შემცირდება საინვესტიციო აქტივობა, ხოლო 2021 წელს მოსალოდნელია საინვესტიციო აქტივობის კიდევ 10%-ით დაცემა. იმისათვის, რომ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ პოლიტიკური უმოქმედობიდან ახალ წესრიგში გადასვლით”, - განუცხადა "რეზონანსს” რატი აბულაძემ. ცნობისათვის, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 0%-ით, 2021-ში – 4.5%-ით გაიზრდება”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ