16:30 12.09.2020
„ვნახავთ, როგორი იქნება ახალი სანქციები - ეს არ შეიძლება, რეაგირების გარეშე დარჩეს”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თუკი დასავლეთი მოსკოვს ახალ სანქციებს დაუწესებს, მისი ქვეყანა ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

 

„ნაცვალგების პრინციპი საერთაშორისო საქმეებში არ გაუქმებულა. ვნახავთ, როგორი იქნება ახალი სანქციები. ჩვენ, რა თქმა უნდა, რეაგირებას მოვახდენთ. ეს არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს”, - აღნიშნა ლავროვმა ტელეარხ Rossiya 1- თან ინტერვიუში.

 

ცნობისთვის, ბერლინი და დასავლეთის სხვა ქვეყნები რუსეთისგან ალექსეი ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს და ამ საქმის გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვენ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge