დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ხილის ექსპორტის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება 12.09.2020 16:54

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 10 სექტემბრის მონაცემებით, ხილის ექსპორტის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება:



საქართველოდან 2648 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით მეტია. წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო. სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო. 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.

საქართველოდან 505 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წელთან შედარებით 300%-ით მეტია. ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 250 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 218 000 აშშ დოლარს წარმოადგენს. სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ვაშლის ბაღები გაშენდა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.



საქართველოდან 24 788 ტონა ატამი და ვაშლატამაა (ნექტარინი) ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 87% -ით აღემატება. ექსპორტირებული ატმით და ვაშლატამით მიღებული შემოსავალი 68 %- ით აღემატება გასული წლის მონაცემს და 20,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ