23:48 13.09.2020
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. შემზღუდველი ზომები 19 სექტემბრიდან ამოქმედდება და სამ კვირას გასტანს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ზომები მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავს, დაიხურება საგანმანათლებლო დაწესებულებები, ფუნქციონირებას შეწყვეტს კაფეები და რესტორნები. მუშაობას განაგრძობს მხოლოდ პირველადი დანიშნულების დაწესებულებები.

 

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო პერიოდში გამწვავდა, ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 3000-დან 5 000-მდე მერყეობს. სულ კი გამოვლენილია 153 000-ზე მეტი ინფიცირებული. ვირუსს ისრაელში 1108 ადამიანი ემსხვერპლა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge