დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

საქართველო „დემოკრატიათა თანამეგობრობის" სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა 14.09.2020 20:24

მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა" გენერალური მდივნის მიწვევითა და კოალიციის მმართველი საბჭოს 28 წევრი ქვეყნის მხარდაჭერით, საქართველო „დემოკრატიათა თანამეგობრობის" სამუშაო ჯგუფის - „დემოკრატია და ტექნოლოგიები" თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. სამუშაო ჯგუფი „დემოკრატია და ტექნოლოგიები" წარმოადგენს თანამშრომლობის განვითარების პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებას ეფექტიანი და ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის მხარდასაჭერად. ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მიზანია ტექნოლოგიების განვითარების გზით დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ამოცანები, რომელთა შესრულების პოპულარიაზიასაც საერთაშორისო არენაზე საქართველო აქტიურად ახდენს, პირდაპირ ეხმიანება „დემოკრატიათა თანამეგობრობის" ღირებულებებს და მთავარ ადგილს იკავებს მის საქმიანობაში.

 

სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც წარმატებული დემოკრატიული რეფორმების განმახორციელებელმა ქვეყანამ, ასევე სხვა სახელმწიფოებს გაუზიაროს ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილება; ამასთან, გაითვალისწინოს ამ მხრივ, სხვა ქვეყნების მიერ მიღწეული შედეგები და პროგრესი და ხელშესახები წვლილი შეიტანოს საკუთრივ „დემოკრატიათა თანამეგობრობის" გაძლიერებასა და გლობალურად, საერთო გამოწვევების საპასუხო გზების ძიებაში. ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, სხვა სახელმწიფოებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, საკუთარი წვლილი შეიტანოს ღიაობისა და დემოკრატიის განვითარებისკენ მიმართულ საერთო ძალისხმევაში.

 

„აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით წარმატებული ქვეყანა, 2019 წლის ოქტომბერში შერჩეულ იქნა „დემოკრატიათა თანამეგობრობის" მმართველი საბჭოს წევრად. საქართველო იყო ვარშავის დეკლარაციის ხელმომწერთა შორის, რომლითაც 2000 წელს საფუძველი დაედო „დემოკრატიათა თანამეგობრობას". დეკლარაციაში ასახულია ორგანიზაციის მთავარი მიზნები, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის, გაღრმავებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით კონსოლიდირებულ ძალისხმევას.

 

მმართველ საბჭოში ამჟამად გაერთიანებულია 29 წევრი ქვეყანაა - არგენტინა, აშშ, გვატემალა, დიდი ბრიტანეთი, ელ სალვადორი, ესტონეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, კანადა, კორეის რესპუბლიკა, კოსტა რიკა, ლიეტუვა, მალი, მექსიკა, მონღოლეთი, მაროკო, ნორვეგია, ნიგერია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საქართველო, უნგრეთი, ურუგვაი, ფინეთი, შვედეთი, ჩილე და ჩრდილოეთ მაკედონია“,- ნათქვამია ინფორმაციაში

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ