დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"2008 წელს ქართულმა მერაკეტეებმა რუსულ ავიაციას სისხლი ადინეს და ახლაც იგივეს გაუკეთებენ" 15.09.2020 11:41

 

ამერიკულ პოპულარულ გამოცემაში - „ფორბს“-ში Forbes») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „2008 წელს ქართულმა მერაკეტეებმა რუსულ ავიაციას სისხლი ადინეს და ახლაც იგივეს გაუკეთებენ“, რომელიც საქართველო-ისრაელის სამხედრო თანამშრომლობას ასახავს (ავტორი - დევიდ ექსი).


„საქართველომ ისრაელის ფირმა „რაფაელ“-თან შეთანხმება გააფორმა თავისი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოდერნიზების მიზნით. ეს კონტრაქტი ბოლო დროის ტენდენციის მანიშნებელი გახდა. ჯერ-ჯერობით კონტრაქტის თანხის მოცულობა უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველო ცდილობს თავისი თავდაცვის სისტემის აღდგენას, რომელიც რუსეთმა დაზიანა და რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს ოკუპირებული“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.


ავტორი აგრძელებს: „თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის მიმართული გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია რადარებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოდერნიზება. სხვათა შორის, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ქართულმა ძალებმა 2008 წლის ომის დროს უნიკალური წარმატება მოიპოვეს და რუსეთის ავიაციას სისხლი გაუშრეს.


ქართულ არმიას, როცა რუსეთთან ომში ჩაება, მხოლოდ საბჭოური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ჰქონდა, მაშ შორის საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ეს-125“, „ბუკი“, „ოსა“ და „სტრელა“.


„ეს-125“ სტაციონარულია კომპლექსია, „ბუკი“ და „ოსა“ კი - მობილური. არსებული ინფორმაციით, ქართველი მერაკეტეები უკრაინელმა კოლეგებმა გაწრთვნეს. ისინი რუსული თვითმფრინავების მოახლოებას ბოლო წუთამდე ელოდნენ და შემდეგ იწყებდნენ საბრძოლო სროლებს. ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ რუსულ ავიაციას სერიოზული ზიანი მიაყენა. არაოფიციალური მონაცემებით, ომის პირველსავე დღეს, 2008 წლის 8 აგვისტოს, ქართველებმა ოთხი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, გაანადგურეს თვით სტრატეგიული რეაქტიული ბომბდამშენი „ტუ-22“ თავისი ეკიპჟით.


თუმცა, საბოლოოდ ომში ქართული არმია დამარცხდა და მისი შეიარაღება დიდად დაზარალდა. რუსებმა ააფეთქეს ან თან წაიღეს ყველა რადარი, ყველა საზენიტო-სარაკეტო სისტემა და რამდენიმე საზენიტო ქვემეხიც. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველო სრულიად დაუცველი აღმოჩნდა მტრის ავიაციისაგან. მოგვიანებით თბილისმა სწრაფად დაიწყო არმიის აღდგენა, რომელშიც მას აშშ და ნატოს სხვა ქვეყნები დაეხმარნენ, ასევე ისრაელიც, უკრაინაც, რომელმაც თბილისს იგივე საბჭოთა „ბუკები“ მიჰყიდა.


დღეს საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას ძველებურად „ბუკებიც“ აქვს, „ოსებიც“ და „სტრელებიც“, მაგრამ ისინი თანდათან იცვლებიან უფრო თანამედროვე საფრანგეთისა და ისრაელის ტექნიკით. და თუ რუსეთი კვლავ დააპირებს საქართველოსთან ომს, ალბათ, ისინი უკეთ იქნებიან შეიარაღებულები, მაგრამ არც საქართველო არ დახვდება მათ თავდასხმას მოუმზადებელი“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.


წყარო: https://www.forbes.com/sites/davidaxe/2020/09/14/in-2008-georgias-missile-crews-bloodied-the-russian-air-force-now-theyre-getting-ready-to-do-it-again/#51b7f742f779

 

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ